სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს.
ორგანიზაციამ გამოვლენილი დაპირისპირებებისა და ზეწოლის ფაქტები
დაითვალა.
31 აგვისტოდან 21 სექტემბრის
ჩათვლით, 3-კვირიან პერიოდში კვლავ იყო სავარაუდო ძალადობის,
იძულების, ზეწოლის ან მოსყიდვის შემთხვევები.
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. გამოვლინდა
ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის
მხარდამჭერის მიმართ. კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით
სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია.
აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე
ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.
მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა”, –
აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
• სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2;
• სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის
იძულების – 4;
• სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის –
20;
• ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3;
• ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5;
• მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1;
• არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის –
12;
• საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი.
• ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების
ფაქტები.
“შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა
მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის
სასარგებლოდ ფიქსირდება და, მათ შორის, საჯარო მოხელეების, საჯარო
სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქით
განხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს”, – აცხადებენ
ორგანიზაციაში
მასალის გამოყენების პირობები