შსს მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას სამაჯურით განახორციელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე პირებზე ელექტრონულ
ზედამხედველობას განახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო
სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას
უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მყისიერი
მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.
„იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ
ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა
განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს
შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში,
როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის,
შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ
მოძალადეზე. ელექტორნული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის
დამაგრებას გულისხმობს. იქნება ორი მოწყობილობა ერთი, რომელიც
მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე - მოძალადეს. დამაგრების შემდეგ
შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც
უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს
გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს,
რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება. მოწყობილობის დამაგრების ვადა
შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სამომავლოდ შეამცირებს ქალთა მიმართ
ძალადობას და ასევე ოჯახურ ძალადობას”, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები