თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გურჯაანის გამგეობას 20 000 ლარი დაუჯდება
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სესიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო გეგმა განიხილეს.
- "საჯარო სამსახურის შესახებ სააქართველოს კანონის 132 პრიმა მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ადგილობრივ თვითმმართვერლობებში დასაქმებული ადამიანის კვალიფიფიკაციის ამაღლება დაევალა. შევიმუშავეთ 2016 წლის ტრენინგ გეგმა. გეგმა შესაძლოა განხორციელდეს სახელფასო ასიგნებების არანაკლებ 1%-დან. საჯარო მოხელეებს ხუთ თემაზე ჩაუტარდებათ ტრენინგები- ფინანსური მართვა და ბუღალტერია, ადმინისტრაციული წარმოება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმა, მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება, მონაცემების შეგროვების, დამუშავების ანალიზის მეთოდები და საშუალებები."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნატო მამუკაშვილმა.
2016 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა კვაკლიფიკაციის ამაღლებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები