4 ნოემბერს, ქალაქ გურჯაანის კულტურის ცენტრში ახალგაზრდული ცენტრი "ერთობა" ღონისძიებას გამართავს თემაზე-"რა არის შენთვის სამშობლო?"
- "საღამოს მიზანი და იდეოლოგიაა, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ სამშობლოს თემა. დავფიქრდეთ რა არის ჩვენი გასაკეთებელი, რა არის ჩვენი საერთო საქმე სამშობლოს და ქართველი ადამიანის საკეთილდღეოდ."-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ვაჟამ (სონღულაშვილი). ღონისძიებაზე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეებით, ლექსებით და სხვა კულტურული აქტივობებით წარსდგებიან. მამა ვაჟას თქმით შეხვედრის ორგანიზებაში მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიცაა ჩართული.
საღამოზე მიწვეულნი არიან პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
მასალის გამოყენების პირობები