თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ "აგორა" ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თელავში 4 000 კითხვარი დაარიგა.
კითხვარში მოქალაქეს საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება თელავის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე თავად დაესახელებინა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.
სამოქალაქო აქტივობის პროექტის შეჯამებას ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი, ჩეხეთის საელჩოს,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და თელავის მკვიდრნი ესწრებოდნენ.
მოქალაქეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის გზებზე და ქალაქის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. პროექტი ქალაქ თელავის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები