საგარეჯოს მკვიდრი "სუბოქსინის" შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების
ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები