"ნატოს კვირეული-2015 ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.
დღეს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილს და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და ამ გზაზე არსებულ მითებს და რეალობას შეეხო.
სტუმრებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ პროცესებში ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართავა მნიშვნელოვანია.
შეხვედრები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები