გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით თვის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.
28 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლჭყაპი იქნება, 29 ოქტომბრიდან კი თოვლჭყაპი თოვლში გადაიზრდება. ითოვებს გუდაურში, ყაზბეგში.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. 27 ოქტომბერს დაბლობში 12-17 გრადუსი იქნება, 28 ოქტომბერს - 13-18 გრადუსი, 29 ოქტომბერს - 13-18 გრადუსი; 30 ოქტომბერს კი 14-18 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 27 ოქტომბერს დღისით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი; 28 და 29 ოქტომბერს -11-16 გრადუსი; ხოლო თვის ბოლოსთვის 10-15 გრადუსი იქნება.
თბილისში 26-28 ოქტომბერს იწვიმებს და ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები