რუსეთის სანიტარული ინსპექცია "როსსელხოზნადზორი" ქართულ მხარესთან მწვანე კულტურების რუსეთისთვის მიწოდებაზე შეთანხმდა.
შეხვედრა უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის შედგა.
ალექსეი ალექსეენკომ განმარტებთ, ეს ფაქტობრივად, საბოლოო შეთახმებაა. მისივე თქმით, რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება უახლოეს პერიოდში დაიწყება. თუმცა, კონკრეტული ვადა ბიზნესზეა დამოკიდებული.
"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთს, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართულ მცენარეულ პროდუქციასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები