საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით, საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი "შემოდგომის რიტმები" გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის: საქართველოს, ისრაელის, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. დასკვნითი ღონისძიება თელავში ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა.
მონაწილე ქვეყნების ფოლკლორულმა ანსამბლებმა მეგობრობის ნიშნად, საკუთარი ქვეყნების სახელების შეძახილებით, ეროვნული სამოსებითა და დროშებით თელავის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
ქალაქ თელავის მერმა პლატონ კამალმახელიძემ ფესტივალის ფარგლებში ქორეოგრაფიის ევროპის ასოციაციის პრეზიდენტთან ნიკოლოვ კალოიანთან და აზერბაიჯნის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედარა, რომელსაც თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და კახეთის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე მიხეილ ჯიდალიშვილი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები