"მზე დავდე კართან"- ასე ჰქვია თელაველი მწერალის მარიამ კოზმანიშვილის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა.
ცნობილ პოეტს ახალი საავტორო წიგნის გამოცემა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძემ, მეგობრებმა და პოეტის შემოქმედებით მოხიბლულმა თელაველებმა მიულოცეს.
ქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებასთან ისაუბრა თუ რა როლი აქვს მწერლობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ თელავის მერია შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობისათვის ყველაფერს აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები