მარიხუანას მოხმარება დასჯადი აღარ იქნება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ." დავის საგანს წარმოადგენდა დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი, კერძოდ კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების "ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე" კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეს ბრალი 69 გრ მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვისათვის ედებოდა. სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ან გასაღების მიზანს, ან ისეთ ვითარებას, როდესაც შეძენილი/შენახული მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი მაღალი ალბათობით მიუთითებს გასაღების მიზანზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის დაუშვებელია სასჯელის სახით, ნებისმიერი ვადით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აღნიშნული ქმედებისთვის, პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს, იმ პირებისთვის, ვის მიმართაც აღნიშნული ქმედებისათვის უკვე გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა. ამიერიდან ეძლევათ საშუალება, მიმართონ საერთო სასამართლოებს მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა,
რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო
კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის
მობაილბანკში დამატებაა საჭირო.
სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო.
14:25 / 01.07.2024
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
13:24 / 01.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2
ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
13:16 / 01.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის
სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
15:23 / 28.06.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 16 / 28 °C
img
სიღნაღი 18 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.