ივენთ ჰოლში თეატრალური პრემია "დურუჯის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში (პრემია 2 000 ლარი;) თელავის თეატრი მსახიობმა ვანო იანტბელიძემ გაიმარჯვა.
"საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“ გამარჯვებულს, ნიკოლოზ საბაშვილს კულტურის სამინისტროს მიერ სადადგმო ხარჯისათვის დაწესებული სპეციალური ფულადი პრემია გადაეცა.
ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (პრემია 14 000 ლარი) გამარჯვებული გახდა ლევან წულაძე; საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (პრემია 2 000 ლარი) „დურუჯი“ დაიმსახურა მარინა კახიანმა;ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი (პრემია 2 000 ლარი) დასახელდნენ პაატა ციკოლია და ოთარ ქათამაძე;
ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით, გადაეცა ნიკოლოზ საბაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები