სპექტრი+
რატომ ცოცხლობენ დიდხანს კატის მოყვარულები
ეზოთერული კვლევის მიხედვით, კატა ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ცხოველია დედამიწაზე. მისი აურა იმდენად ძლიერია, რომ ძალა შესწევს ზეგავლენა მოახდინოს ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც. მთავარია თავად კატა აღიქვამდეს ამ ოჯახს და სახლის კედლებს "საკუთარ ტერიტორიად". თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს არ განეკუთვნებით, ვისაც კატები განსაკუთრებულად არ უყვარს და აკვირდებით ფაქტს, რომ მიუხედავად ამისა კატები ხშირად გეგლასუნებიან ფეხებზე მოფერების მიზნით - იცოდეთ, მათ თქვენთვის საკუთარი ენერგიის გაზიარებაც სურთ. ამიტომ სასურველია უხეშად არასოდეს მოიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არათუ მოგცემთ საკუთარ დადებით ენერგიას, არამედ თქვენსასაც მიითვისებს. კატები შესანიშნავად იცავენ ოჯახს, ნეგატიური ენერგეტიკის შემოდინებისგან. არანაკლები ოსტატობით ბლოკავენ ე.წ. "თვალს" და ჯადოს. ეზოთერიკოსები ურჩევენ მათ, ვინც საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, ახალ სახლში პირველ რიგში კატას მისცენ გასეირნების ნება. თუ ისე მოხდა, რომ კატა ახალი საცხოვრებლის შეძენის შემდგომ თქვენი სახლიდან აუხსნელი მიზეზებით დაიკარგა, უნდა იცოდეთ - მან თავის თავზე აიღო ის ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენს ახალ ბინაში იყო გამეფებული. გამომდინარე იქედან, რომ კატები კოსმოსური ენერგიის თავისებური "გამტარები" არიან, მათ შეუძლიათ სახლში კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობაც მოიყოლონ. დააკვირდით, თუ თქვენი ფისო სახლის რომელიმე კუთხეს განსაკუთრებით სწყალობს და ხშირად ხედავთ იმ წერტილში მოკალათებულს ეს იმის ნიშანია, რომ მან ამ ადგილას ძლიერი ენერგოველი აღმოაჩინა. თუმცა მისთვის ამგვარი ენერგეტიკის განეიტრალება აბსოლუტურად მარტივი საქმეა. გახსოვდეთ - თუკი ხეები ახდენენ ადამიანისთვის საშიში გამონაბოლქვის ტრასფორმაციას და ჟანგბადის სახით უბრუნებენ ადამიანებს, კატაც იმავე მეთოდით ახერხებს ნეგატიური მუხტი გადაამუშავოს და მფლობელს "გაწმენდილი სახით" დაუბრუნოს უკან. საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში ექიმები თუ ექიმბაშები კატებს მკურნალის თვისებებსაც მიაწერდნენ. თავში ნახსენები კატისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ბიოველი, მარტივად პოულობს ადამიანის სხეულში არსებულ სენს ან სატკივარს. რის შედეგადაც ალბათ ხშირად დაკვირვებიხართ, რომ კატებს უყვართ პატრონის სხეულის რომელიმე ნაწილზე წოლა. ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, ამ მეთოდით იდეალურად გვაცილებს იმ ნეგატიურ ენერგეტიკას, რომლის გამოც სხვადასხვა ტიპის დაავადება ბუდობს ადამიანის ორგანიზმში. შავი კატა მფლობელისკენ ოკულტურ შესაძლებლობებში წვდომის ნიჭს იზიდავს.მართალია, ფერის გამო მას ხშირად სდებენ ბრალს ნეგატიურობაში, მაგრამ რეალურად, შავი კატის მფლობელს ცხოვრებაში დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები ეხსნება. ჟღალი (მწითური) კატის პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი მზის ენერგეტიკას ატარებს,ანუ ინური ენერგიის მფლობელია. შესაბამისად, ასეთი კატა ხელს უწყობს თქვენს სახლში ბარაქის და ფინანსური სტაბილურობის შემოდინებას. მონაცრისფრო-მტრედისფერი კატები სიყვარულის, კარგი ბედის და ოჯახური სიმყუდროვის მომტანებად ითვლებიან. შემთხვევითი როდია, რომ ტაილანდში ხშირად ჩუქნიან ამ ფერის კატას გასათხოვარ გოგონებს. თეთრი კატა მთვარის ენერგეტიკის მფლობელია, შესაბამისად, მისი ენერგია იან საწყისს შეესაბამება. იგი მძლავრ სამკურნალო თვისებებს ფლობს. მას შეუძლია პატრონი დეპრესიის შემოტევისაგანაც იხსნას. ჭრელი ე.წ. "ქოლორფოინთის" ტიპის კატები (სიამის კატა) ეზოთერიკოსების აზრით მფლობელთან წარმატებას, პოპულარობას, საყოველთაო სიყვარულს და ლიდერულ სტატუსს იზიდავს. ხოლო შავ-თეთრი კატა თქვენს სახლს კარგი და ერთგული მეგობრების სიმრავლით აავსებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 16 / 28 °C
img
სიღნაღი 18 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.