სპექტრი+
როგორი საფულე იზიდავს ფულს
შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად სიღარიბის მიზეზებს ხშირად არასწორად შერჩეული საფულე განაპირობებს. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია. ფერი, ფორმა, მასალა და სხვა ნიუანსები რომლის მიხედვითაც საფულეს არჩევთ განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი... ფენ-შუის მიხედვით არსებობს ტონალობები, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს იზიდავს. ესენია: ყვითელი და ყვითლის ყველა ელფერი, შავი, ყავისფერი, ზოგადად მიწის და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნაკლებად შეაჩერეთ არჩევანი შემდეგ ტონალობებზე: წყლის ფერი (ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი), წითელი ან ნარინჯისფერი. ამგვარი საფულიდან ფული მომენტალურად "ქრება". საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებათ. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ე.ი. ამგავრ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი! აუცილებელია ცალ-ცალკე გქონდეთ ხურდის და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება. სასურველია საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, იმიტომ რომ მათი ხელოვნურობა სამომავლოდ ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემ შემოთავაზებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში. არსებობს ე.წ, "ფულის მომზიდველი" ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი ამულეტის ყიდვა ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, გამზადებული სახით, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ იგი და საფულით ატაროთ მუდამ, ფულთან ერთად. კიდევ ერთი სასარგებლო ამულეტია საფულის ჯიბეში ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს გააჩნიათ უნარი საკმაოდ სოლიდური თანხა მოიზიდონ თქვენკენ. ასევე კარგია თუკი საფულით ატარებთ სიმბოლურად ერთ დოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ თანამოძმეები აქტიურად მოიზიდოს. ფული საფულეში იერარქიული პრინციპით უნდა განლაგდეს. ჯერ მსხვილი, შემდგომში კი წვრილი კუპიურები. არასოდეს ამოასუფთავოთ პირწმინდად საფულე! დატოვეთ თუნდაც ხურდა ფული მასში. სასურველია, საფულით ატაროთ ე.წ. "ბედნიერი მონეტა" - პირველი ხელფასიდან, საუკეთესო მეგობრის მიერ ნაჩუქარი ან წარმატებული საქმიანობიდან შემორჩენილი კუპიურა ან ხურდა ფული. ფული უნდა გიყვარდეთ და მათ პატივისცემით ეპყრობოდეთ. ამიტომ ნებისმიერი კუპიურა კარგად უნდა გაასწოროთ საფულეში მოთავსების წინ. დაჭმუჭნულ-ჩაკუჭულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. აუცილებლად გაათავისუფლეთ საფულე სხვადასხვა ტიპის ხარახურისგან - ფული არ მოდის იმ საფულეში, რომელიც სავსეა ძველი ქვითრებით, ქაღალდზე მიწერილი ტელეფონის ნომრებით და სხვა ტიპის უსარგებლო რამე-რუმეებით. თუკი საფულემ ე.წ. "პეწი" დაკარგა, გაიხა, გაუფუჭდა ელვა-შესაკრავი, გაჩნდა ნახვრეტი რომელიმე ჯიბეში - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მალე შესაძლოა თქვენი მატერიალური შემოსავალი განახევრდეს. გახსოვდეთ, ხარვეზებში ფული მიედინება უმისამართოდ და თან მიაქვს თქვენი ბარაქა! უცილებლად შეიძინეთ ახალი საფულე, ხოლო ძველს დაუნანებლად გადაუძახეთ სანაგვე ყუთში. წყარო. მწვანე.გე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 38 °C
img
საგარეჯო 22 / 36 °C
img
დ.წყარო 22 / 32 °C
img
სიღნაღი 22 / 39 °C
img
ლაგოდეხი 21 / 34 °C
img
ყვარელი 22 / 38 °C
img
თელავი 21 / 36 °C
img
ახმეტა 20 / 37 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.