21 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის პირველობაზე ფეხბურთში, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დუშეთის „არაგვი" და დედოფლისწყაროს „შირაქი". მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 2:0 დამთავრდა „არაგვის" სასარგებლოდ. აღნიშნულ ჩემპიონატს ატარებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო მონაწილეობენ აღმოსავლეთ საქართველოსა(ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს გუნდები) და ქალაქ თბილისის საფეხბურთო ათამდე გუნდი.
მასალის გამოყენების პირობები