სპორტი
ჯაგა ზვიადაურმა "ცალი ფეხით ჩაჯდომებში" მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ქართველმა მსჯავრდებულმა – 38 წლის ჯაგა ზვიადაურმა ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით პარასკევს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა, სადაც ზვიადაური იხდის სასჯელს. გინესის მსოფლიო რეკორდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჯაგა ზვიადაურს ერთ წუთში ცალი ფეხით 47–ზე მეტი „ჩაჯდომა“ უნდა შეესრულებინა, რათა იტალიელი სილვიო საბას შედეგი გაეუმჯობესებინა. ღონისძიება ციხის ეზოში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების თანდასწრებით ჩატარდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ჯაგა ზვიადაურს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია – მან მარცხენა ფეხზე 60 წამში 62 „ჩაჯდომის“ შესრულება მოასწრო და სილვიო საბას რეზულტატს 15 ერთეულით გადააჭარბა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დაესწრნენ და ადგილზე დააფიქსირეს მსჯავრდებულის მიღწევა. „აღელვებული ვარ, ეს ჩემთვის პირველი რეკორდი იყო. ამ დღისთვის 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. რეკორდის დასამყარებლად სისტემატიური ვარჯიშია საჭირო, ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევაში ამ შედეგს ვერ მივაღწევდი“ – განაცხადა ჯაგა ზვიადაურმა. ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ქართველმა მსჯავრდებულმა დამაჯერებელი სხვაობით გააუმჯობესა მოქმედი მსოფლიო რეკორდი: „მსგავსი ღონისძიება ჩვენთვის უცხო არ არის, 2013–2014 წლებში კუკური სალბიშვილმა ქსნის მე–15 დაწესებულებაში ოთხი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოში პირველი მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული. დღეს კი ჯაგა ზვიადაური მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა მსჯავრდებულებს შორის. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“ – აღნიშნა მან. ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წარსულში სპორტით დაკავებული არ ყოფილა. იგი სასჯელს 2006 წლიდან იხდის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21.05.2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25.03.2024
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
11:16 / 28.02.2024
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი
კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+
წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული
ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
17:42 / 26.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.