კულტურა
პირობიანი აუქციონით გაყიდული კინოთეატრი დღემდე არ ფუნქციონირებს
ინგა ბიტარაშვილი
გურჯაანის, ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთაეტრში გარკვეული ფართი 2007 წელს `სახალხო ბანკმა~(ახლანდელი `ლიბერთი ბანკი~) სს `ქართული ფილმისგან~ შეისყიდა, მეორე ნაწილის მფლობელი კი 2009 წლიდან ზურაბ ხუროშვილია. ბანკმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია დაიწყო, თუმცა, დღემდე არ დაუსრულებია. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კინოთეატრის ფუნქციონირება და მისთვის პროფილის შენარჩუნება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით კი, ისინი კერძო მფლობელების ინტერესებში ვერ ჩაერევიან.
1962 წელს გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, ქართული კონოვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი აშენდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მრავალი მაყურებელიც ჰყავდა. სამოქალაქო ომის წლებში, როცა პურისა და სხვა ყოფითი პრობლემები იმდენად მწვავედ დადგა მოსახლეობის წინაშე, რომ კულტურულმა ღონისძიებებმა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა, კინოთეატრი ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა. როგორც ხდება ხოლმე მიტოვებული შენობა უყორადღებობის გამო საკმაოდ დაზიანდა: სინესტისაგან ჩავარდა იატაკი, შეილახა ინტერიერი, ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი. მაშინდელმა მფლობელმა სააქციო საზოგადოება `ქართულმა ფილმმა~ შენობის გაყიდვა გადაწყვიტა, ამის შესახებ `სპექტრი~ წერდა 2009 წლის 15-22 აპრილის #8(247)-ში. კინოფიკაციის განყოფილების ყოფილმა გამგემ ილია მურაკაშვილმა `სპექტრთან~ სატელეფონო საუბარში მაშინ ასეთი სახის კომენტარი გააკეთა: "კინოთეატრი უკვე გაიყიდა. ამის შესახებ ნოდარ ზაკალაშვილია (`სახალხო ბანკის~ გურჯაანის ფილიალის ყოფილი მმართველი (რედ.) საქმის კურსში. შენობა `ქართული ფილმის~ ბალანსზე იყო, ჩატარდა აუქციონი და ოფიციალურად გაიყიდა. მისი ღირებულება, ნამდვილად, არ ვიცი. `სახალხო ბანკი~ ფოიეში განთავსდება და, ალბათ, შესაბამისად გადააკეთებს. ხელშეკრულების მიხედვით, დარბაზს პროფილი ხუთი წლით ექნება შენარჩუნებული, შემდეგში კი რა მოხდება, არ ვიცი. შენობა ხომ უკვე კერძო საკუთრებაა." _ აღნიშნა ილია მურაკაშვილმა.
`სახალხო ბანკის~(ახლა უკვე `ლიბერთი ბანკი~ ავტ.) გურჯაანის ფილიალის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა, გურამ ცქიტიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ცენტრალური ოფისისკენ გადაგვამისამართა. `სახალხო ბანკის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დოდო ბოჭორიშვილმა კი სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის შესყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "ამაზე ვერაფერს გეტყვით. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თავად გურჯაანის ფილიალის მმართველს მიმართეთ და პასუხს ის გაგცემთ," _ გვითხრა `სახალხო ბანკის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა 2009 წლის აპრილში.
ამჯერად კი `ლიბერთი ბანკის~ გურჯაანის ფილიალის მმართველმა არჩილ ხანდამაშვილმა განმარტა, რომ კინოთეატრის ფოიე 2007 წელს შეისყიდეს. "ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის შენობის ფოიეს ნახევარი ბანკმა 2007 წელს შეისყიდა. სარემონტო სამუშაოებიც დაიწყო და ჩვენი ახალ მისამართზე გადასვლაც მალევე იგეგმებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს `სახალხო~ ბანკი გაიყიდა, დაერქვა `ლიბერთი~ ბანკი და შეეცვალა მფლობელი. სარემონტო სამუშაოების დასრულება ამ გარემოებებმა შეაყოვნა. ახლა, რა თქმა უნდა, ახალი მენეჯერი დაინტერესებულია, რომ გადავიდეთ აღნიშნულ შენობაში, გავფართოვდეთ რათა კლიენტს უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ. სავარაუდოდ, მომავალ წელს `ლიბერთი ბანკის~ გურჯაანის ფილიალი ნატო ვაჩნაძის სახელობის კინო თეატრის შენობაში განთავსდება," _ გვითხრა არჩილ ხანდამაშვილმა.
`ლიბერთი ბანკის~ საკუთრებაში კინოთეატრის მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა. შენობის დანარჩენი ფართის მფლობელი, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი ამბობს, კერძო პირია. "არსებული შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არასოდეს ყოფილა, ამიტომ მისი ბედი ჩვენზე არ არის დამოკიდებული," _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ. თუმცა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქალაქში კულტურული და გასართობი ცენტრების ფუნქციონირებით, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. "ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის დარბაზი წლების განმავლობაში მაყურებელს ვერ იტევდა, მაგრამ უკვე კარგა ხანია ჩვენი ახალგაზრდები ამ სიამოვნებას მოკლებულები არიან. ვფიქრობ, ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, რომ გურჯაანი კინოთეატრის გარეშე არ დარჩეს," _ ამბობს თამარ მეტრეველი.
`ლიბერთი ბანკის~ გარდა, კინოთეატრის შენობის ნაწილის მესაკუთრე ზურაბ ხუროშვილია, რომელმაც აღნიშნული შენობა 2009 წლის აპრილში, სააქციო საზოგადოება `ქართული ფილმისგან~ შეიძინა. "კინოთეატრის შენობა პირობიანი აუქციონის წესით ვიყიდე მას 5 წლის მანძილზე პროფილი უნდა შეუნარჩუნდეს. სანამ ჩემი საკუთრება გახდებოდა, აღნიშნული შენობა ათი წლის ვადით იჯარით მქონდა აღებული. ფუნქციონირებდა კინოდარბაზი და კაფე-ბარი. თუმცა ამან არ გაამართლა, მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გადასახადებსაც ვერ აუდიოდი და ამიტომაც დავხურე. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ხაზგასმით ვამბობ: მე ვპირდები გურჯაანის მოსახლეობას, რომ 2011 წლის გაზაფხულზე ახალი, თანამედროვე კინოთეატრი ექნება," _ გვითხრა ზურაბ ხუროშვილმა.
მისივე განმარტებით, დაახლოებით ორ კვირაში შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და შემდეგ თანმიმდევრულად გაგრძელდება მისი აღდგენა. "შეცვლილია სცენა და ჭერი, რა თქმა უნდა, ნაყიდი გვაქვს აპარატურაც. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ კინო თავის თავსაც ვერ შეინახავს, ამიტომ ვფიქრობ დამატებითი ფუნქციებით დავტვირთო ანუ კინოსთან ერთად იყოს დისკო-დარბაზი და კაფე-ბარიც, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად მოვიდნენ, უყურონ ფილმს და თან ისიამოვნონ. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ ეს ყველაფერი იქნება კინოს დარბაზშივე, რათა ხმაური არ გავიდეს და მოსახლეობა არ შეწუხდეს, როგორც წინა წლებში მოხდა. ე.ი იქნება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც უსაფრთხოების მიზნით, დაცვის სამსახურიც იმუშავებს,"_ განმარტა ზურაბ ხუროშვილმა.
გურჯაანის მოსახლეობა გაზაფხულზე კინოთეატრის გახსნას მიესალმება და ამბობს, რომ ეს ახალგაზრდების გართობას შეუწყობს ხელს. "ძალიან მიხარია, რადგან გასართობი თითქმის არაფერია. განსაკუთრებით ზაფხულში. ვფიქრობ, კარგი იქნება ყველა თაობის ადამიანისთვის, რადგან კინოთეატრი უმრავლეს შემთხვევაში, შემეცნებით ხასიათსაც ატარებს ანუ ის არ იქნება მხოლოდ გართობისთვის," _ ამბობს ვერიკო უსუფაშვილი.
ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ ახალგაზრდებიც.
"ყოველთვის, როდესაც თბილისის კინოთეატრებში რაღაც ისეთი ფილმი გადის რომლის ყურებაც მინდა ვერ მივდივარ, რადგან ბილეთის ფულის გარდა გზის ხარჯებიც გასათვალისწინებელია. არა მგონია ბილეთს ისეთი ფასი დაადონ გურჯაანის კინოთეატრში, რაც ჩვენს დედაქალაქშია. ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ მე და ჩემი თანატოლები კინოში სიარულს მოკლებულნი ვართ. ვფიქრობ გურჯაანში ფილმის საყურებლად ბევრი ახალგაზრდა ივლის"_გვითხრა 17 წლის მარიამ ნონიკაშვილმა.
უფროსი თაობის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთ მოზარდს ფილმი დიდ ეკრანზე არც კი უნახავს, რაც ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ გურჯაანში კინოთეატრი არ არსებობს.
"კინოთეატრის აღდგენა, რა თქმა უნდა, კარგი იდეაა. აბა აქამდე არ უნდა ყოფილიყო? რომ შეხედო შენობას გული მოგიკვდება. ჩემ დროს კინო ჰყვაოდა, ახლა კი ინგრევა. გული მწყდება ასე `უსიცოცხლოდ~ რომ ვხედავ. რეაბილიტაციის შემთხვევაში კი, ახალგაზრდებს სადმე წასასვლელი მაინც ექნებათ. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ელემენტარულად ზოგს ფილმი დიდ ეკრანზე არც უნახავს, ეს ხომ სირცხვილია, სადმე რომ თქვან სასაცილოდ არ ეყოფათ. ახალ თაობას კინოში სიარულისა და ფილმის ყურების კულტურა უნდა ჩამოვუყალიბოთ. ეს ჩვენი ვალია," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში მაყვალა ადამაშვილი და იქვე დასძენს: "ახლა ისეთ ფასს დაადებენ, რომ ხალხს საამისოდ ფული არ ექნება და მერე იტყვიან ვერ გაამართლაო. რა თქმა უნდა, ბილეთი ძვირი თუ იქნება, აბა, როგორ გაამართლებს?!"
ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის მფლობელი, რომელიც გურჯაანს გაზაფხულისთვის თანამედროვე კინოს გახსნას ჰპირდება, ამბობს, რომ ბილეთის ფასი ძვირი არ იქნება. "ვიცი მოსახლეობის მდგომარეობა, ამიტომ ბილეთის ფასი ორ-სამ ლარს არ აღემატება. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ეს მისაღები უნდა იყოს," _ ამბობს ზურა ხუროშვილი.
მისივე განმარტებით, უცხოურ ფილმებთან ერთად გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრში თვეში ორჯერ ქართული ფილმი აუცილებლად გავა.
   
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.