[caption id="attachment_607" align="alignleft" width="300" caption="დევნილთა ნუმუშევრების გამოფენა-გაყიდვას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა"][/caption]
ინგა ბიტარაშვილი
24-25 სექტემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში, ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიების მიზანი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილთა ინტეგრაცია და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა იყო. სხვადასხვა მედიასაშუალებებთან
ერთად ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა გაზეთი "სპექტრიც".
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს `ერთად ჩვენ შევძლებთ~ ახორციელებდა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია `ოქსფამი~, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია `ველფერ ფაუდეიშენი~, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია `დეა~.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია `ამაგდარის~ წარმომადგენელმა ნინო შიოშვილმა, რომელიც დევნილ ქალბატონებს დასაქმებაში ეხმარება, აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც გამოფენაზე ამდენი ხალხი არ უნახავს."დიდი მადლობა ყველას, ვინც აქ მოვიდა. მადლობა დამფინანსებელს და ორგანიზატორებს. ეს არის უდიდესი საქმე. დევნილებს დღეს ჩვენი დახმარება და მხარში დგომა სჭირდება," _ განაცხადა ნინო შიოშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ნათია მეტრეველის ნამუშევრები. "გამოფენილი მაქვს სააღდგომო სურათი, ასევე აქსესუარები და ხალიჩა ბუნების პეიზაჟით. მადლობა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნამუშევრები გაიყიდება", _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ნათია მეტრეველმა.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კომუნიკაციის ოფიცერი რუსუდან ჯამასპიშვილი `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ ამ ღონისძიებისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ, რათა საინტერესო ყოფილიყო, როგორც სტუმრებისთვის ისე თავად მონაწილეებისთვის. "ჩვენ მოვიძიეთ ხელოვანი დევნილების ნამუშევრები საქართველოს ოთხი რეგიონიდან: მცხეთა-მთიანეთიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან და სამეგრელოდან. გარდა დევნილებისა, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციართა ნამუშევრებიც," _ გვითხრა რუსუდან ჯამასპიშვილმა.
გამოფენაზე ასევე ჩატარდა ფოტოკონკურსის _ "ერთად ჩვენ შევძლებთ" _ გამარჯვებულთა დაჯილდოვება და დევნილთა ლექსებისა და ჩანახატების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში შესულია 19 პოეტის ლექსები, რომელსაც წამძღვარებული აქვს ავტორის შესახებ პატარა ისტორია. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გადაღებულია ფილმი დევნილებზე, რომელსაც ზაზა კორინთელი (ზუმბა) ორგანიზატორობდა. ფილმის პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება."დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ფილმის გადაღებაში გვეხმარებოდა. ჩასახლებებში ხშირად მიწევს დევნილებთან ურთიერთობა და ვიცი მათი პრობლემების შესახებ. ფილმი, რომელსაც `მოლოდინი" ჰქვია, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი თბილი და ყურადღებიანი ნამუშევარია. ის ეხება გამოსავალ გზებს და არ ასახავს, ასე ვთქვათ, წუწუნს. მთავარია, მოთმინება და მოლოდინი აუცილებლად გამართლდება, რაც შეგვეძლება ჩვენ ყოველთვის დევნილების გვერდით ვიქნებით," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ზაზა კორინთელმა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა დევნილმა დიზაინერმა თამუნა ზუბაშვილმა შემოდგომის კოლექციის ჩვენება მოაწყო და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.
"სპექტრთან" საუბარში საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის პიარ-მენჯერი დოდო ჭუმბურიძე აღნიშნულ ღონისძიებას დადებითად აფასებს: "ვთვლი, რომ ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, მონაწილეები კმაყოფილები არიან, ჩვენთვის კი მთავარი ეს არის. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე როგორც მათ სურდათ. ეს დაეხმარებათ თვითრეალიზებაში, ზოგი დამწყებია და საზოგადოებაში ინტეგრირება სჭირდება. მთავარია, მათ იგრძნონ, რომ საჭიროები არიან და ჰყავთ შემფასებელი," _ გვითხრა დოდო ჭუმბურიძემ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მეორე დღეს, მოეწყო ფოტოკონკურსი, რომლისთვისაც 19 პედაგოგის 40 ნამუშევარი შეირჩა. კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მესამე ადგილზე გასულს "ფოტოსამყაროს" ასლარიანი ვაუჩერი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს _ ორასლარიანი, ხოლო პირველი ადგილის მფლობელს _ სამასლარიანი. ფოტოკონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები ცნობილმა ფოტოგრაფმა, იური მეჩითოვმა დააჯილდოვა. გარდა ამისა, გამოფენის ყველა მონაწილემ მიიღო სიგელი. ტრენინგის "ქალი და ბიზნესის" მონაწილეებს კი, სერტიფიკატები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები