კულტურა
ივნისში ნატო ვაჩნაძის კვირეული მოეწყობა
საინიციატივო ჯგუფი "სიკეთე ჩვენი ვალია" 10-დან 14 ივნისის ჩათვლით ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი კვირეულის გამართვას გეგმავს. "ვახორციელებთ პროექტს, "მე მახსოვს ნატო ვაჩნაძე," რომლის ფარგლებშიც იგეგმება "ნატოობი" დღესასწაულის აღდგენა. ასევე გაიმართება კვირეული, რომელშიც გურჯაანის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, დაწერენ თემებს სახელწოდებით: sikete chveni valia-"მე მახსოვს ნატო ვაჩნაძე." საუკეთესოების გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით. თემებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს," _ გვითხრა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მამულაშვილმა. მთავარი კოორდინატორის, პროექტის ავტორ ზაურ მირიანაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიას გაეცნო. - "როდესაც ვნახე დოკუმენტური ფილმი ნატო ვაჩნაძეზე და გავეცანი მის შემოქმედებას, სურვილი გამიჩნდა, ჩემი თანატოლებისთვის მიმეწოდებინა დაწვრილებითი ინფორმაცია შესანიშნავი მსახიობის შესახებ, რადგან ჩემი თაობა ნატო ვაჩნაძეს თითქმის არ იცნობს," _ ამბობს ზაურ მირიანაშვილი. "სიკეთე ჩვენი ვალიას" კიდევ ერთი დამფუძნებელი ანი სპარსიაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტის განხორციელებაში დახმარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გაუწევს. -"ცოტა ხნის წინ ჩატარდა ელდარ შენგელაიასადმი მიძღვნილი 80 წლის საიუბილეო საღამო, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბატონმა აკაკი ოსიაშვილმა განაცხადა, რომ გურჯაანში "ნატოობის" ტრადიცია აღდგება. მან იცოდა ჩვენი ინიციატივის შესახებ და ვფიქრობთ, მხარში დაგვიდგებიან." ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი როზა აფციაური ტრადიციის აღდგენას მიესალმება. - "ნატოობა" 1981 წლიდან აღინიშნებოდა, მას შემდეგ რაც ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ეს იყო სახალხო დღესასწაული, რომელიც 14 ივნისს იმართებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია თანდათან მიივიწყეს. ახლახანს ბატონმა აკაკი ოსიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით თანადგომა გამოგვიცხადა. როგორც ჩანს, "ნატოობის" აღნიშვნა კვლავ მოხდება. ამ საქმეში ძალიან კარგი და ენერგიული ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომლებიც თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა. თანადგომას გვპირდებიან და ეს ჩვენ გვჭირდება. მათი ინიციატივაა, თანამედროვე სტილში მოხდეს "ნატოობის" აღნიშვნა," _ გვითხრა მან. კვირეულის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფს შემდეგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. 10 ივნისს გურჯაანის კულტურის სახლში მოხდება კვირეულის გახსნა, 11-ში კულტურის სახლში ნაჩვენები იქნება ერთ-ერთი ფილმი ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. 12 ივნისს საზოგადოებას საშუალება ექნება კულტურის სახლში ნახოს პირველი არხის დოკუმენტური ფილმი "ნატო ვაჩნაძე." 13 ივნისს გურჯაანის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: "ჩვენ ვიცნობთ ნატო ვაჩნაძეს." კვირეულის დასკვნითი ნაწილი კი 14 ივნისს მსახიობის სახლ-მუზეუმში მოეწყობა, სადაც აღინიშნება "ნატოობა" და მოხდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილოდოება. აღნიშნული იფორმაცია საინიციატივო ჯგუფმა 5 აპრილს სახლ-მუზეუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე გააჟღერა. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.