კულტურა
ნატო ვაჩნაძის სახელობის უფუნქციო კინოთეატრი და მორიგი დაპირება გურჯაანელებს
ნატალია ბარბაქაძე
IMG_7287 2007 წელს გურჯაანის კინოთეატრის გასხვისებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. პროტესტს იწვევდა ის განცდა, რომ ულამაზესი ქართველი მსახიობისა და გურჯაანელების სიამაყის, ,,ნატო ვაჩნაძის‘‘ სახელობის ნახევარსაუკუნოვანი შენობის ადგილას, შესაძლოა, სავაჭრო იბიექტი გახსნილიყო და ქალაქი კინოს გარეშე დარჩენილიყო. `სპექტრთან~ ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კინოთეატრისთვის 5 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნების პირობას დებდნენ. შენობის ნაწილში 2010 წელს ,,ლიბერთი ბანკი‘‘ განთავსდა, კინოთეატრი კი კვლავ დაპირების დონეზე რჩება.
ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე 1962 წელს აშენდა. თავის დროზე ის საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მრავალი მაყურებელიც ჰყავდა. უძრაობის პერიოდში შენობა უფუნქციოდ დარჩა. უპატრონობის გამო დაზიანდა ჭერი, შეილახა ინვენტარი და დაინესტა იატაკი. მაშინდელმა მფლობელმა სააქციო საზოგადოება `ქართულმა ფილმმა~ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. გარკვეული ნაწილი 2007 წელს `ლიბერთი ბანკმა~ შეისყიდა, ხოლო მეორე ნაწილის მფლობელი 2009 წელს კერძო მესაკუთრე ზურაბ ხუროშვილი გახდა (ამის შესახებ გაზეთი `სპექტრი~ #30 (296) 2010 და #13 (312) 2011წწ წერდა). როგორც მაშინ ზურაბ ხუაროშვილმა `სპექტრთან~ კომენტარში განაცხადა კინოთეატრის შენობა პირობითი აუქციონის წესით შეისყიდა, რაც გულისხმობდა, რომ 5 წლის განმავლობაში მას პროფილი უნდა შენარჩუნებოდა. მაშინდელი მეპატრონე გურჯაანელებს იმასაც დაჰპირდა, რომ 2011 წლის გაზაფხულზე მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი ექნებოდა. თუმცა, დაპირება ისევ დაპირებად დარჩა. ამის შემდეგ `სპექტრი~ ზურაბ ხუროშვილს კიდევ დაუკავშირდა. მან იმ ხელის შემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც ობიექტის გახსნა შეფერხდა.
dmjfjebsiaziso8"ვფიქრობდი, რომ ივნისისთვის მომესწრო, მაგრამ პირველი რამაც ხელი შემიშალა, ეს არის სტერეოაპარატურა, რომელიც ამერიკიდან გამოვიწერე და ჯერჯერობით აქამდე არ ჩამოსულა. მის ჩამოტანას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. გარდა ამისა, 3D ფორმატის ფილმების საყურებლად შესაძენია სათვალეები, რომელიც საკმაოდ გაძვირებული აღმოჩნდა, აქ უკვე დამატებითი ფინანსების მოძიება გახდა საჭირო. თარიღმა კიდევ იმის გამო გადაიწია, რომ მთლიანად გამოსაცვლელია საკანალიზაციო სისტემა. უკვე დაგეგმილია სად რა განთავსდება: შემოსასვლელი იქნება გამგეობის მხრიდან, მოეწყობა 60-70 კაციანი მინიდარბაზი და პარალელურ რეჟიმში _ ინტერნეტ-კაფე. სავარაუდოდ, გაყიდვაში იქნება ცივი სასმელები, `პოპკორნი~, `ჩიპსები~ და სხვა." _ აღნიშნა მაშინ `სპექტრთან~ საუბარში ზურაბ ხუროშვილმა.
გურჯაანის მოსახლეობის მოთხოვნით ამ საკითხს გაზეთი `სპექტრი~ კიდევ ერთხელ მიუბრუნდა. იმის გასარკვევად, თუ რატომ არ გაგრძელდა აღდგენითი სამუშაოები კინოთეატრში, ზურაბ ხუროშვილს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ კინოთეატრის შენობა მისი საკუთრება აღარ არის. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, შენობის ამჟამინდელი მეპატრონე დავით ცისკარაშვილია. "2011 წლის ბოლოს ზურაბ ხუროშვილისგან კინოთეატრის შენობის ნაწილი იმავე ფასად შევისყიდე, რაც მას ჰქონდა გადახდილი. ზუსტი თანხა აღარ მახსოვს, მგონი ასი ათასზე მეტი იყო. რემონტები დავიწყეთ, მაგრამ ზამთარში შევაჩერეთ, რადგან ჭერიდან წყალმა ისევ გაჟონა. როგორც გამოთბება, სამუშაოები მაშინვე განახლდება. შენობაში დიდი და მცირე დარბაზი მოეწყობა. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება ფილმების ჩვენება 3D ფორმატში, ასევე მოეწყობა გასართობი ცენტრი, მომავალში საქმე გვიჩვენებს თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა შეძენილი გვაქვს, მხოლოდ რემონტია ჩასატარებელი და ინვენტარი _ შესაცვლელი. პირველი სექტემბრისთვის ყველაფერი მზად იქნება და საზოგადოება შეძლებს ფილმები შეღავათიან ფასად ნახოს," _ გვითხრა დავით ცისკარაშვილმა.
მოსახლეობა კი იმედოვნებს, რომ რამდენიმეწლიანი დაპირება ამჟამად მაინც შესრულდება, გურჯაანელებს კეთილმოწყობილი კინოთეატრი ექნებათ და ფილმების სანახავად დედაქალაქში აღარ მოუწევთ სიარული. მათი თქმით, ეს ახალგაზრდების კულტურული განვითარებისთვისაც მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.