ხვალ, 12 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში,
ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში, ფიროსმანობა გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი იქნება: საბავშო გასართობი
სივრცე, ინდივიდუალური კვების ობიექტები, გრილსა და მაყალზე
მომზადებული კერძები, ჩურჩხელის მასტერკლასი და სხვა.
უფრო კონკრეტულად კი, თუ გაინტერესებთ რა სანახაობა გელით ხვალინდელ
ფესტივალზე, გაეცანით ღონისძიებების განრიგს.
12:00-18:00- ფიროსმანის საგამოფენო სივრცე, გაცოცხლებული
პერსონაჟები.
13:00-17:00- ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ხატვის
ვორქშოპი
14:00-15:00-ადგილობრივი თეატრალური სტუდია "ბერიკონი"
13:00-17:00-საბავშო გასართობი სადგურები:სახის თემატური მოხატვა,
თაბაშირის ფიგურების შეღებვა, ქვევრის გოლფი, ოჩოფეხა კინტოები.
14:00-15:00-თიხაზე მუშაობის შესწავლა:ნაკეთობების შექმნა, თიხის
ჭურჭლის მოხატვა.
15:00-16:00-კინო სივრცე
15:00-16:00-საუბრები ხელოვნებაზე
13:00-17:00-ინდივიდუალური კვების ობიექტები,გრილსა და მაყალზე
მომზადებული კერძები.
13:00-17:00-პურის ცხობა, კახური ნაზუქი, თათარას ხარშვის და
ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი.
13:00-17:00-ქართული ღვინის სივრცე-გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია.
12:00-17:00დეკოორატიული ნიკალას სუფრა.
12:00-17:00-ფიროსმანის პერსონაჟები, მსახიობები და მიზანსცენები.
14:00-15:00-შეფ დიტრიხას კულინარიული მასტერკლასი
13:00-17:00-ანსამბლი "რანინა", ქართული ჰანგები გიტარის
თანხლებით.
17:00-18:00-კონცერტი ჯგუფი "ბანი"
მასალის გამოყენების პირობები