საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60 წელთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს მოყვარულ ფოტოხელოვანთათვის: ,,ჩემი თვალით დანახული საგარეჯო“.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ფოტოკონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი, კრეატიული ფოტომოყვარულები. ხელი შეუწყოს ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის, პოპულარიზაციას.
კონკურსის პირობები შემდეგია:
კონკურსში მიიღება მხოლოდ ქალაქ საგარეჯოსთან დაკავშირებული ფოტომასალა;
თემა თავისუფალია;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 5 ფოტო, მიუთითოს სახელი, გვარი და მობილურის ნომერი;
კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული ადგილი შესაბამისი ფულადი ჯილდოებით:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, ფოტოები 10 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გადააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ნინო ქაიხოსროშვილი - 599 85 10 91
ნინო ესაიაშვილი - 577 20 29 40
ანი ანუაშვილი-591 70 12 70
speqtri.ge შენი ვებგვერდი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას. |
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX. |
მასალის გამოყენების პირობები