მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა
სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.
ჟიურის წევრები იყვნენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი
სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი, თამარ ფურცელაძე, იუთუბერი, გიორგი გაჩეჩილაძე და
იუმორისტი, ზურაბ გაჩეჩილაძე, იგივე "შონზო".
პირველი ტურში 14 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც
ჟიურის შეფასებების შედეგად, ნახევარფინალში 10 გუნდი გადავიდა:
• გურჯაანის N1 საჯარო სკოლა "პიკი"
• გურჯაანის N4 საჯარო სკოლა "წიოკი"
• გურჯაანის N2 საჯარო სკოლა "უნივერსალი"
• სოფელ გურჯაანის სკოლა "ქამბექი"
• ბაკურციხის საჯარო სკოლა "ადრენალინი"
• ველისციხის საჯარო სკოლა "ანტიკვარი"
• ახაშნის საჯარო სკოლა " შავი პრინცის ძმები"
• ვეჯინის საჯარო სკოლა "ბატონი დავითი"
• ვაზისუბნის საჯარო სკოლა "ბუმი"
• მუკუზნის საჯარო სკოლა "სიჩენტო მუკუზანი"
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ,რომ ძალიან კარგი თამაში გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დებიუტანტი გუნდი მონაწილეობდა,
აშკარად იგრძნობა მონაწილეების პროგრესი და დაინტერესება ამ პროექტის
მიმართ. ამ ყველაფერს ადასტურებს იმ მაყურებლების აქტიურობა და
შეფასებები, რომლებიც თამაშს ესწრებოდნენ და საბოლოო ჯამში, თამამად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი აშკარად გამოირჩევა
იუმორის მხრივ,“ - განაცხადა SPEQTRI.GE-სთან საუბარში მენტორმა,
გიორგი ჭანტურიძემ.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბები
მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით ხუთი წლის წინ
შეიქმნა და სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის
ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები