9 ივნისს, 12 საათზე სოფელ უდაბნოსთან, დავით გარეჯის სამონასტრო
კომპლექსის მიმდებარედ, საერო და რელიგიური დღესასწაული „გარეჯობა -
2022“ გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული
2018 წლის 21 მაისს აღადგინეს, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო
დღესასწაული.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:
-საგამოფენო სივრცეები;
-საკონცერტო ნომრები სხვადასხვა შემსრულებლებით;
-ჭიდაობა;
-დოღი;
-ეთნო კუთხეები;
-ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის
დეგუსტაცია;
მერიის ინფორმაციით, საგარეჯოს ცენტრალური მოედნიდან, დავით გარეჯის
მიმართულებით იმოძრავებს მიკროავტობუსები.
მასალის გამოყენების პირობები