26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. წელს
საქართველოს დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს გურჯაანშიც გრანდიოზულად
ზეიმობენ.
კულტურისა და დასვენების პარკში, საზეიმო ღონისძიებები დღეს დილის
11:00 საათიდან დაიწყო.
გურჯაანელები დილიდან უერთდებიან 26 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებას.
ამაღლებულ განწყობაზე არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც თანატოლებთან და
საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნავენ დღევანდელ დღეს.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ 26 მაისი პირადად ჩემთვის, ჩვენი
ქვეყნის ისტორიაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, იქიდან
გამომდინარე, რომ დღეს ვზეიმობთ იმას, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა
წინაპრებმა.
ვფიქრობ, ეს დღე უნდა აღინიშნოს და აუცილებლად უნდა გადავცეთ ეს
ტრადიცია მომავალ თაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ხელს
შევუწყობთ, ქართული პატრიოტული სულის ჩაკვდომას. შესაბამისად,
მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები, როგორიც დღეს ტარდება, ძალიან
კარგი იქნება საზოგადოების განწყობის ასამაღლებლად,“ -გვეუბნება
გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრი,
ნიკოლოზ
პაპოშვილი, რომელიც დილიდან ჩართულია ღონისძიებების
ორგანიზებაში.
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ
წიკლაური: „26 მაისი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის მეტად
მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ზუსტად 104 წლის წინ, ამ დღეს,
საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ამ დღეს ჩემს
მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ, რადგანაც ეს არის ყველაზე დიდი
დღესასწაული საქართველოსთვის.“
მარიამ ახამოსულიშვილი: „26 მაისი ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანი თარიღია იმიტომ, რომ დღეს საქართველომ მოიპოვა
დამოუკიდებლობა და ამ დღეს, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო აღნიშნავს
დიდი სიხარულით.“
ცოტნე ქადაგიშვილი: „26 მაისი ჩემთვის და ყველა
ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღევანდელ დღეს, 104 წლის
წინ, სრულიად საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.“
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ფოტოგამოფენა. დღის განმავლობაში, კინოსა
და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ეროვნულ გმირებს, რომლებიც
სტუმრებს საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან. მოხდება დამოუკიდებლობის
აქტის ხელმოწერის ინსცენირება.
აგრეთვე, გაიმართება ძველი ქართული ხალხური თამაშობები და სპორტული
აქტივობები. მოეწყობა ღვინისა და ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ
პროდუქციას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 20:00 საათზე, ბენდი
„ურსას“ კონცერტით დასრულდება.
Vietnam football live
ket qua truc tuyen24 hours live
მასალის გამოყენების პირობები