დედოფლისწყაროში 17 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი, ცენტრალური პარკი
მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა რეკრეაციულ ზონას: სპორტულ
და საბავშვო მოედნებს, რესტორნებსა და სხვა შემეცნებით თუ გასართობ
ობიექტებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, ეს
მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო.
„დედოფლისწყაროელებს არ გაგვაჩნია რეკრეაციული ზონა, პარკი, სადაც
შეძლებდნენ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მისულიყვნენ,
დაესვენათ და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავებულიყვნენ. ბოლო წლებია
მოსახლეობა ითხოვს, რომ მოხდეს ამ რეკრეაციული ზონის შექმნა და ასევე
შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ნამდვილად მოსალოცად
გვაქვს საქმე, რომ დღეს, როდესაც მიმდინარეობს დედოფლისწყაროს
განახლება, გარდა ცენრტალური ქუჩების რეაბილიტაციისა, ჩვენი პარკიც
რეაბილიტირდება და ახალი სივრცეც შეიქმნება.
საუბარია, არა მხოლოდ მემორიალის რეაბილიტაციაზე, არამედ ახალი
ცენტრალური პარკის შექმნაზე, დამატებით მწვანე ნარგავებზე, ბილიკების,
ასევე ველო და სავარჯიშო ბილიკების მოწყობაზე მთელი პარკის
ტერიტორიაზე, რომელიც 17 ჰექტრამდეა.
მოხდება ტბის და ხიდის აღდგენა, მოეწყობა ღია და დახურული
კაფე-რესტრორნები, რათა დამსვენებელს საშუალება ჰქონდეს, რომ ნორმალურ
გარემოში დაისვენოს. მოეწყობა ბავშთა გასართობი ისეთი ატრაქციონები,
როგორიც ცენტრალურ პარკს შეეფერბა, თანამედროვე და ძალიან მაღალი
ხარისხის.
ასევე მოეწყობა მინისაფეხბურთო მოედანი და ჩოგბურთის კორტი,
დასასვენებელი სკამები, გარეგანათებები, სარწყავი სიტემა, ღია
ამფითეატრი. დედოფლისრყაროს ექნება ახალი თანამედროვე დასასვენებელი
კულტურული ადგილი, პარკი სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი
წესით დავკავდეთ,“ - ამბობს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
როგორც მან speqtri.ge-სთან განმარტა, მუნიციპალური განვითარების
ფონდმა ტენდერი 14 მილიონ ლარზე გამოაცახადა. წინადადებების მიღება
უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში
გამოვლინდება.
მასალის გამოყენების პირობები