გურჯაანის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ პროექტ „ნიჭიერის“
ფინალშია.
როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილია დათუაშვილმა
speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მომავალშიც
ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„უზომოდ გახარებულები ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დილით გენერალური
რეპეტიციები იყო და ბავშვები ძალიან დაღლილები იყვნენ, მაინც კარგად
გაართვეს თავი ყველაფერს. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც
გვერდში დაგვიდგა და ერთი ზარი არ დაიშურა. ამ ერთობამ და სიყვარულმა
თავისი შედეგი გამოიღო. დარწმუნებული ვიყავი, ჟიური ფოლკლორს არ
აირჩევდა, რადგან ორი ფოლკლორული ჯგუფი უკვე გადასული იყო ფინალში.
ამიტომ ერთადერთი ჩვენი მხარდამჭერების იმედად ვიყავით და გაამართლა
კიდეც. შემდეგი გამოსვლისთვის უკვე სერიოზული მზადება გვექნება. უფრო
მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ, რომ რამდენიმე ფოლკლორული ჯგუფია და
საკმაოდ დიდი მხარდამჭერები ყავთ. ასე რომ, არა მარტო შემოქმედებითი
მუშაობა მოგვიწევს, არამედ ისევ უნდა დაირაზმონ ჩვენი მხარდამჭერები
და კიდევ ერთხელ დაგვიდგნენ გვერდში. კვლავაც დავუმტკიცოთ
საზოგადოებას, რომ ჩვენც შეგვიძლია ერთად დგომა და ერთმანეთის
მხარდაჭერა.ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი
რაიონის სახელი.“
ილია დათუაშვილის თქმით, ფინალური ტური სამი კვირის შემდეგ
გაიმართება. ხმის მიცემის წესიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები