საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“ ყვარელში, "ილიას" ტბაზე არსებულ ამფითეატრში გაგრძელდა.
ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“ 24 ოქტომბერს უკვე ყვარელში ჟღერდა. აღნიშნული პროექტი ხუთი დღე გაგრძელდება. ფესტივალი მცხეთაში, ყვარელში, დუშეთსა და თბილისში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ბავშვთა და მოზარდთა ანსაბლები: თუქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან ისრაელიდან და კოსტარიკიდან მონაწილეობენ.
ღონისძიების მიზანია საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედების განვითარება, მსოფლიოს ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება.
ფესტივალი 23 ოქტომბერს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მოედანზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები