კულტურა
`გურჯაანის სავიზიტო ბარათი~ რეაბილიტაციის მოლოდინში
ინგა ბიტარაშვილი
უკვე წლებია, რაც გურჯაანში არსებული ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილო და `გურჯაანის სავიზიტო ბარათი~ _ დიდების მემორიალი რეაბილიტაციას საჭიროებს. დაზიანებული ქონგურების (ნავები) ჩანგრევის რეალური საშიშროება არსებობს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება რეაბილიტაციისთვის ტენდერის გამოცხადებას რამდენიმე ეტაპად გეგმავს, რის გამოც, სავარაუდოდ, ობელისკების აღდგენა ამ ზაფხულისთვის ვერ მოხერხდება.
დიდების მემორიალი, გასულ წლებში გურჯაანელებისთვის საზაფხულო თავშეყრის ერთადერთ ადგილად ითვლებოდა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე დროდადრო კულტურული ღონისძიებებიც ტარდებოდა. ზაფხულის საღამოს, ასაკის განურჩევლად, უამრავი ადამიანი იყრიდა თავს და გართობასთან ერთად სუფთა ჰაერზეც ისვენებდა. თუმცა, რიგითი მოქალაქეებისა თუ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო დროთა განმავლობაში ყველაფერი პირუკუ დატრიალდა: დაზიანდა ე.წ. `ნავები,~ გაიძარცვა სკამები, უფუნქციოდ დარჩა სცენა და არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია მუზეუმიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გურჯაანელ ახალგაზრდებს შეკრების ადგილად ახლა მხოლოდ `პაპას ბაღი~ შემორჩათ, რომელიც მათი აზრით, ბაზარს უფრო ჰგავს ვიდრე ბაღს. "ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები, დედაქალაქში წასული სტუდენტები, ზაფხულობით გურჯაანში ჩამოდიან. ერთადერთი ადგილი `პაპას ბაღია~, სადაც შეიძლება დაჯდე და აქაც იმდენი ხალხი იყრის თავს, ბაზარი გეგონება. ზოგჯერ გავლაც კი შეუძლებელია. ადრე ობელისკებზე კარგად ვერთობოდით, თანაც იქ სუფთა ჰაერია, გრილა და გაცილებით დიდი ტერიტორიაა. ვფიქრობ, საჭიროა მისი რეაბილიტაცია, რადგან ნავები ისეა დაზიანებული, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს კიდეც," _ გვითხრა ნინი ჩეკურიშვილმა.
გურჯაანელი 26 წლის გიორგის აზრით, დიდების მემორიალის რეაბილიტაცია ახალგაზრდებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. "რვა-ათი წლის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა აქ ამოსვლა, გართობა და დასვენება. ახლა ეს ადგილი იმდენადაა დაზიანებული, რომ ყველა ერიდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს აქ ჯდომა და ფიქრი. ვერ წარმომიდგენია, დაუჯერებლადაც კი მეჩვენება უკვე, ნუთუ ამ ადგილის რეაბილიტაცია ოდესმე მოხდება?! ეს საკითხი აქამდე არ უნდა მოეგვარებინათ? ვფიქრობ, შადრევანზე მნიშვნელოვანი ობელისკების აღდგენაა. სტუდენტობის მეგობარი ჩამოვიყვანე დასავლეთ საქართველოდან და ეს ადგილი ძალიან მოეწონა, თუმცა გაუკვირდა, ასეთი მოუვლელი რომ არის. მითხრა: მე რომ გურჯაანელი ვიყო, ახალგაზრდების სახელით ხელმოწერებს შევაგროვებდი, განცხადებას შევიტანდი და ამ საკითხს ნებით თუ არა, ძალით გავაკეთებინებდი ადგილობრივ ხელმძღვანელობასო," _ გვითხრა გიორგიმ, რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ახალგაზრდების მსგავსად დიდების მემორიალის აღდგენას აუცილებელად და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ასაკიანი ადამიანებიც. 67 წლის ნიკოლოზ მამისაშვილი `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ ეს არის `გურჯაანის სავიზიტო ბარათი~ და ამიტომ პირველ რიგში მისი რეაბილიტაციაა საჭირო. "ობელისკები ყველამ იცის. ძალიან ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი. როცა მეკითხებოდნენ საიდან ვიყავი, ამ ადგილს მივანიშნებდი და იქ დამთავრებული იყო ლაპარაკი _ ამის შესახებ საქართველოს ყველა კუთხეში არიან ინფორმირებულები. ეგეც რომ არ იყოს, სად უნდა წავიდნენ ახალგაზრდები?! გურჯაანში არანაირი გასართობი არ არის, ერთადერთი სასეირნოდ თუ გამოვლენ და საამისო ადგილიც არ აქვთ. დადიან ნონეშვილზე წინ და უკან," _ ამბობს ნიკოლოზ მამისაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაქარია იაგანაშვილი განმარტავს, რომ დიდების მემორიალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია და მისი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. "დიდების მემორიალის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი ხარჯთაღრიცხვის გაკეთებაზე ამ დღეებში გამოცხადდება, შემდეგ კი უკვე იმ ხარჯთაღრიცხვაზე გამოცხადდება ტენდერი ობელისკების რეაბილიტაციისთვის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქონგურების (ნავების) აღდგენა, რადგანაც არსებობს ჩანგრევის საშიშროება. ასევე უნდა მოხდეს სცენის, სკამებისა და მუზეუმის ჭერის რეაბილიტაციაც. ალბათ კიდევ რაღაც კოსმეტიკური სამუშაოები იქნება შესასრულებელი, მაგრამ იქ არ დაიდგმება ატრაქციონები. ასე, რომ ჩვენი სურვილია, დიდების მემორიალი კვლავ იყოს ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ზაქარია იაგანაშვილმა.
მისივე თქმით, დიდების მემორიალზე წვიმების შედეგად გაზრდილი ბალახი უახლოეს დღეებში მოითიბება. გურჯაანელი ახალგაზრდები რეაბილიტაციის გეგმას დადებითად აფასებენ და `გურჯაანის სავიზიტო ბარათი~ რეაბილიტაციის მოლოდინშისამუშაოების დაწყება-დამთავრებას მოუთმენლად ელიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.