კულტურა
რეალური გეგმები და მორიგი დაპირება
ინგა ბიტარაშვილი გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი, როგორც უკვე ცნობილია, გაყიდულია. 2007 წელს `ლიბერთი ბანკმა~ (მაშინდელმა `სახალხო ბანკმა~) შენობის გარკვეული ფართი სს `ქართული ფილმისგან~ შეისყიდა, მეორე ნაწილის მფლობელი კი 2009 წლიდან ზურაბ ხუროშვილია. კერძო მესაკუთრე გურჯაანის მოსახლეობას 2011 წლის გაზაფხულისთვის თანამედროვე სტანდარტების კინოთეატრს დაპირდა (ამის შესახებ `სპექტრი~ 2010 წლის 30 ნოემბერი-8 დეკემბრის #30(296)-ში წერდა), თუმცა პირობა დღემდე ვერ შესრულდა. ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, 1962 წელს აშენდა და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დროთა განმავლობაში იგი ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა. როგორც ხდება ხოლმე, მიტოვებული შენობა უყურადღებობის გამო საკმაოდ დაზიანდა. მაშინდელმა მფლობელმა სააქციო საზოგადოება `ქართულმა ფილმმა~ მისი გაყიდვა გადაწყვიტა (ამის შესახებ `სპექტრი~ 2009 წლის 1522 აპრილის #8(247)_ში წერდა). კინოთეატრის შენობის ნაწილი ახლა უკვე ზურაბ ხუროშვილის საკუთრებაშია, რომელიც 2009 წელს სააქციო საზოგადოება `ქართული ფილმისგან~ შეიძინა. "კინოთეატრის შენობა პირობიანი აუქციონის წესით ვიყიდე, რაც გულისხმობს, რომ 5 წლის მანძილზე პროფილი უნდა შეუნარჩუნდეს. ვიდრე ჩემი საკუთრება გახდებოდა, აღნიშნული შენობა ათი წლის ვადით იჯარით მქონდა აღებული. ფუნქციონირებდა კინოდარბაზი და კაფებარიც. თუმცა ამან არ გაამართლა, მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გადასახადებსაც ვერ ავუდიოდი და ამიტომაც დავხურე. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ხაზგასმით ვამბობ: მე ვპირდები გურჯაანის მოსახლეობას, რომ 2011 წლის გაზაფხულზე ახალი თანამედროვე კინოთეატრი ექნებათ," _ ასეთი სახის კომენტარი გააკეთა ზურაბ ხუროშვილმა `სპექტრთან~ რამდენიმე თვის წინ. ამ დაპირების გამო გურჯაანელები გაზაფხულს მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. მოსახლეობა იმედგაცრუებულია და საკითხის გასარკვევად გაზეთ `სპექტრის~ რედაქციას აკითხავს. "როდესაც წავიკითხეთ, რომ გაზაფხულზე კინო გაიხსნებოდა, ძალიან გაგვიხარდა. თითქმის ყოველგვარ კულტურულ ღონისძიებას მოკლებულები ვართ და ეს ინფორმაცია ჩვენთვის, შეიძლება ითქვას, იმედის ნაპერწკალი იყო. საინტერესოა, რა მოხდა? არადა, ისეთი დამაჯერებელი გვეჩვენა მფლობელის კომენტარები, დარწმუნებულები ვიყავით გაზაფხულზე გურჯაანს კინო მართლაც ექნებოდა," _ ამბობს 18 წლის მარი, რომელსაც მეგობრებიც ეთანხმებიან. ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს მარიკა ზირაქაშვილიც და ამბობს, რომ იმედი მასაც გაუცრუვდა. `ძალიან ცუდია ასე რომ მოხდა, არადა იმედიანად ვიყავი. მეგონა 3D ფილმებს აქ მაინც ვუყურებდი, რადგანაც ამჟამად იმის ფუფუნება თითქმის არავის აქვს, რომ ფილმის საყურებლად თბილისში წავიდეს. მოსახლეობას სხვა ათასი პრობლემა აწუხებს," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში მარიკა ზირაქაშვილი. აღნიშნული საკითხის გასარკვევად გაზეთი `სპექტრი~ ზურაბ ხუროშვილს დაუკავშირდა, რომელმაც იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც კინოთეატრის გახსნა შეფერხდა. "ვფიქრობდი, რომ ივნისისთვის უნდა მომესწრო, მაგრამ პირველი, რამაც ხელი შემიშალა, ეს არის სტერეოაპარატურა, რომელიც ამერიკიდან გამოვიწერე და ჯერჯერობით აქამდე არ ჩამოსულა. მის ჩამოტანას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. გარდა მაგისა, 3D ფორმატის ფილმების საყურებლად შესაძენია სათვალეები, რომელიც საკმაოდ გაძვირებული აღმოჩნდა. აქ უკვე დამატებითი ფინანსების მოძიება გახდა საჭირო. თარიღმა კიდევ იმის გამო გადაიწია, რომ მთლიანად გამოსაცვლელია საკანალიზაციო სისტემა. უკვე დაგეგმილია სად რა განთავსდება: შემოსასვლელი იქნება გამგეობის მხრიდან, მოეწყობა 6070 კაციან მინიდარბაზი და პარალელურ რეჟიმში _ ინტერნეტკაფე. სავარაუდოდ, გაყიდვაში იქნება ცივი სასმელები, `პოპკორნი~, `ჩიპსები~ და სხვ.," _ აღნიშნა ზურაბ ხუროშვილმა და აქვე დასძინა, რომ კინოთეატრის სეზონზე გახსნით თავადვეა დაინტერესებული. "ვვარაუდობ, რომ ინტერნეტით გამოწერილი ყველა საჭირო ტექნიკა ერთ თვეში უკვე უნდა ჩამოვიდეს. მანამდე აქ ადგილზე ჩატარდება სარემონტო სამუშაოები და თუ სხვა პრობლემები არ გამოჩნდება, კინოსაც გავხსნით. მინდა, რომ ზაფხულისთვის მოვასწრო," _ გვითხრა ზურაბ ხუროშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებას აწარმოებს რუსთაველის კინოთეატრთან. "ვიცი, რომ რამდენიმე კინოთეატრი არის მათ დაქვემდებარებაში და მინდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყოს. რა ფილმიც თბილისში იქნება ნაჩვენები, ჩათვალეთ, რომ მეც მექნება და გურჯაანშიც გავა," _ აღნიშნავს იგი. ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის მფლობელი ზურაბ ხუროშვილი განმარტავს, რომ ბილეთის ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ფასში განსხვავება კი ადგილის, რიგისა და ფილმის ჟანრის მიხედვით განისაზღვრება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.