კულტურა
რატომ აღმოჩნდა ნიკალას მიერ მოხატული კარი კერძო პირის საკუთრებაში? (საყვედური მირზაანის მუზეუმის დირექტორს)
ლალი მეხრიშვილი
დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ოზააანის მარნის კარებზე ნიკო ფიროსმანის მიერ შესრულებულ წარწერის ამბავს. სხვადასხვა ტელეარხები ამ საკითხის ირგვლივ არაერთ კადრს ატრიალებდნენ. ბოლოს ისიც გაირკვა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კარზე წარწერა ნამდვილად ნიკო ფიროსმანის ხელითაა შესრულებული, თუმცა აქვე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ, ოზაანის მარნის კარი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დღეს ასე ღირებული აღმოჩნდა, ახლა უკვე სოფელ ბოდბისხევში, ვინმე ქვრივიშვილების ოჯახში ინახება. ოჯახის წევრებს კი კარების არც მუზეუმისთვის გადაცემის სურვილი აქვთ და არც გაყიდვის. აქვე, კადრებში არაერთხელ ჩანს მირზაანის ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი, რომელიც ხელნაწერის ირგვლივ მშვენიერი კომენტარებით იწონებს თავს, თუმცა არსად აკონკრეტებს, რომ მან ჯერ კიდევ 2003 წელს გაზეთ `სპექტრში~ ჩემი ავტორობით დაბეჭდილი მასალიდან იცოდა ამ კარის არსებობის შესახებ.
მე, როგორც ინფორმაციის ექსკლუზივ გამხმაურებელს, მაქვს პრეტენზია, რა უნდა აღნიშნული მარნის კარს ბოდბისხევში ვინმე ქვრივიშვილების ოჯახში, რაზეც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას ანზორ მაძღარაშვილს ვაკისრებ და მაქვს უფლება საყვედური გამოვხატო მის მიმართ. თუნდაც იმისთვის, რომ დღეს ვინმე ქვრივიშვილების განსაკარგი გახდა ის საგანძური და ქართული მემკვიდრეობა, რაც ჯერ კიდევ 2003 წელს შეიძლებოდა ძალიან ადვილად და მიზერულ ფასად მუზეუმის საკუთრება გამხდარიყო.
საქმე შემდეგში გახლავთ: 2003 წელს ოზაანის მაცხოვრებლებმა მომაწოდეს ინფორმაცია მარნის არსებობის შესახებ, რომლის კარზეც, როგორც ამბობდნენ, ნიკო ფიროსმანაშვილის ხელით დაწერილი ლექსი იკითხებოდა. როგორც კორესპონდენტი და ამავე სოფლის მკვიდრი საკითხით მაშინვე დავინტერესდი და სახლის მეპატრონეს მივაკითხე, რომელმაც თავისი ძველებური ხის სახლიც დამათვალიერებინა და მარნის კარიც ფართოდ გამიღო. მარანი სავსე გახლდათ სიძველეებით და საინტერესო ნივთებით. სახლის პატრონმა ტრისტან ოზაშვილმა მითხრა, რომ ბინა წლების წინ იმავე სოფელში მცხოვრები, 82 წლის ილუშა ოზაშვილისგან იყიდა. მაშინვე მივაკითხე ილუშა ოზაშვილს (ის დღესაც ცოცხალია), რომელმაც ყველაფერი დაწვრილებით მიამბო. `მე ჯერ კიდევ ბავშვი ვყოფილვარ, 2-3 წლის, როცა ჩვენს ოჯახში სტუმრად მოდიოდა სიძე ანზორ ყაჯრიშვილი, რომელსაც ნიკო ფიროსმანი ხშირად მოჰყოლებია ჩვენს მარანში საქეიფოდ. დედაჩემის, წარმოშობით მირზაანელი ნინა პოპიაშვილის ნაამბობიდან ვიცი, რომ ჩემს ბავშვობაში ნიკო ფიროსმანს დაუწერია ამ მარნის კარზე ლექსი:
`წითელი ღვინის მარანი
სავსე ვარ ღვინით,
თამადა ამაირჩიეთ
ავამსო ლხინით!~ _ მითხრა ილუშა პაპა.
ოზაანში ცნობილია, რომ ეს მარანი მაშინ დუქნის როლს ითავსებდა, ამ სახლის წინ კი დიდი საქარავნო გზა გადიოდა, სადაც შემდეგში ბავშვები თამაშის დროს ხშირად პოულობდნენ ქართულ ფულს _ `კოლხურ თეთრს~.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბის ასეთი ზუსტი ცნობებით, ან ილუშა პაპას ჩაწერის სურვილი არც ერთ ტელეარხს არ გასჩენია.
ტრისტან და ილუშა ოზაშვილების მტკიცებითვე, 2003 წელს მე გახლდით ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც ამით დაინტერესდა და მასალები მოიძია. მათივე თქმით, აღნიშნული კარით დაინტერესებას გამოხატავდა ასევე, აწ გარდაცვლილი ისტორიკოსი იოსებ მენთეშაშვილი. მარნის კარებს სურათები გადავუღე და საინტერესო სიახლე 2003 წლის გაზეთ `სპექტრში~ გამოვაქვეყნე.
იმავე წელს სპეციალურად ავედი სოფელ მირზაანში, ავიტანე კარის ფოტომასალა და გაზეთები და მუზეუმის დირექტორს, ანზორ მაძღარაშვილს შევხვედი. მან წარწერა შეადარა ნიკლას ნახატებში არსებულ მინაწერებს და რამდენიმე ასოს მოხაზულობაში მსგავსებაც შენიშნა. ჩემი მიზანი იყო ყურადღება მიექცია აღნიშნული ფაქტისთვის, რათა კარები მუზეუმის კუთვნილება გამხდარიყო. ამის თაობაზე ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა საუბარს საქმიანი გაგრძელება არ მოჰყოლია. არადა, მაშინ სახლის მეპატრონეს ისე უჭირდა, ასი ლარიც რომ შეეთავაზებინათ, კარს აუცილებლად დათმობდა და ის დღეს უდაოდ მირზაანის მუზეუმის კუთვნილება იქნებოდა.
მაშინ ბატონმა ანზორმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მუზეუმს უჭირდა და მისი შეძენის არანაირი საშუალება არ ჰქონდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს საქმის კურსში რომ ჩაეყენებინა, აღნიშნული უწყება კარის შესაძენად გარკვეულ ზომებს მიმართავდა.
გულდასაწყვეტია, რომ 7 წლის შემდეგ, როცა კარები ბოდბისხევის მკვიდრმა იყიდა, გერმანელი მუშტარი გამოუჩნდა და საინფორმაციო საშუალებებმაც წამყვან თემად აქციეს, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით!
რატომ მიიყვანა 2011 წლამდე ანზორ მაძღარაშვილმა საქმე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2003 წელს იცოდა ამ კარის არსებობის შესახებ?! რატომ არ დააყენა მისი ლაბორატორიული კვლევის საკითხი მაშინვე და რატომ არ აცნობა კულტურის სამინისტროს? რატომ მოხდა, რომ სახლი გაიყიდა და ნიკალას ხელნაწერი ბოდბისხევში კერძო პირის საკუთრებად გადაიქცა, რომელიც თავს უფლებას აძლევდა, კარი სოლიდურ თანხად გერმანელისთვის მიეყიდა? რომ არა ჟურნალისტების აქტიურობა, იქნებ ამ ფაქტის წინაშეც დავმდგარიყავით. კარის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ტლეფონით პირველმა ისევ მე ვაცნობე ბატონ ანზორს და იმავე დღეს ინფორმაცია გაზეთ `სპექტრსაც~ გადავუგზავნე, რასაც ჯერ ტელევიზიების, შემდეგ კი სამინისტროს ინტერესი მოჰყვა.
და ბოლოს, საინტერესოა, კიდევ ერთი ფაქტი: ქვრივიშვილები ჟურნალისტებს არწმუნებდნენ, რომ სიძველეების შეგროვების მიზნით, სახლებს ყიდულობდნენ და ეს ნივთიც ამ გზით მოხვდა მათ ხელში. თუმცა როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რეალობა სხვაგვარია: ქვრივიშვილებმა არ აღიარეს და დამალეს, რომ სახლებს დაშლის და მასალად გაყიდვის მიზნით იძენენ და ამით ერთგვარ ბიზნესს აწარმოებენ. ეს კარიც შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში, რომელსაც სარფიან ფასში დაუფიქრებლად ყიდდნენ. თუ ეს ოჯახი ნამდვილად კოლექციონერია და სიძველეების შეგროვებით არის დაინტერესებული და არა ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით, იქნებ ფართოდ გაუღონ სახლის კარი ჟურნალისტებს და საზოგადოებას აჩვენონ, კიდევ რა სიძველეებს იტევს მათი კოლექცია?!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის, "ოქროს ბუცის" პრემიერაა.
13:56 / 16.09.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”.
11:10 / 16.06.2024
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
16:40 / 04.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.