ნონა მახარაშვილი
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს მიმდინარე წლის 15 მაისს 20 წელი უსრულდება. ის 1991 წლიდან გივი ტაბახმელაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს
.
,,გვექნება იუბილე, გავიხსენებთ იმ გამოჩენილ მსახიობებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ,~ _ აღნიშნა ბატონმა გივიმ და აქვე დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, თეატრი მაინც შეინარჩუნეს.
,,მაინც კარგი დასი გვაქვს, შესანიშნავი ჯგუფი, სულ 7-8 მსახიობია და მთელი რეპერტუარის მომზადება მათ ევალებათ,~ _ ამბობს იგი.
საქართველოში სულ 7 სახელმწიფო თეატრი არსებობს: თბილისში, აჭარაში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და გურჯაანში. სახალხო თეატრები კი სხვადასხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებს.
,,1997 წელს სახელმწიფო თეატრებს შორის საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში გაიმართა, თავიდან გურჯაანის თეატრის არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ, მაგრამ ჩვენმა რეჟისორმა მონაწილეობის მისაღებად დიდი ინტრესი გამოიჩინა და პროგრამაში მე-7 მონაწილედ ჩაგვრთეს. ამ ფესტივალზე წარვადგინეთ სპექტაკლი ,,კომბლე.~ თეატრის დასრულების შემდეგ მაყურებელი კმაყოფილებას ვარ ფარავდა, მთელი დარაბზი ფეხზე წამოდგა და იძახდა: ,,ბრავო გურჯაანი.~ ჩვენი თეატრის გარდა ჟიურიმ ყველა დასი გააკრიტიკა, ჩვენს მიმათ კი თავისი დადებითი შთაბეჭილება გამოთქვა. ქუთაისის გამგეობამ დიპლომებით დაგვაჯილდოვა,~ _ აღნიშნა გივი ტაბახმელაშვილმა.
გურჯაანის ასეთ წარმატებულ თოჯინების სახელმწიფო თეატრს 2011 წლის 1 იანვრიდან დაფინანსება შეუჩერდა, ამის გამო დასი თითქმის დაშლის პირას იყო მისული. ,
,შესყიდვების ახალმა კანონმა, რომელიც ძალაში 2010 წლის დეკემბრიდან შევიდა, გარკვეული პრობლემები წარმოშვა. თოჯინების სახელმწიფო თეატრი არა ჩვენს მიერ, არამედ კულტურის სამინისტროს მიერაა დაფუძნებული, ამიტომ კანონმა იმ პერიოდში მათი დაფინანსება შეგვიზღუდა," _ გვითხრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა და იქვე განმარტა:
"ჩვენ გვქონდა გარკვეული გზების ძიება, თუ როგორ მოგვენახა სწორი სამართლებრივი ფორმა, რომ თოჯინების თეტრი შეგვენარჩუნებინა. ზუსტად ამ დროს, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან კანონში შევიდა ცვლილება და საშუალება მოგვეცა დაგვეფინანსებინა სახელმწიფო ორგანიზაციები და მათ შორის თოჯინების თეატრიც. რის შედეგადაც სუბსიდიის სახით წელსაც 23 ათასი ლარი გამოუყავით ისე, როგორც გასულ წელს. პრობლემა, რომელიც გარკვეულმა ხარვეზებმა გამოიწვია, ამ ეტაპზე მოგვარებულია," _ გვითხრა ზაქარია იაგანაშვილმა.
მისივე თქმით, თეატრი ასეთი პრობლემის წინაშე აღარ დადგება.გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის, გივი ტაბახმელაშვილის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიის გარდა, გასულ წლებში გარკვეულ სპექტაკლებს აფინანსებდა კულტურის სამინისტრო. კერძოდ, 2009-წელს გამართული სპექტაკლი ,,მებადური და ოქროს თევზი~ დაფინანსდა 4 ათას 700 ლარით, ხოლო 2010 წელს გამართული ,,უჩვეულო შეჯიბრი~ _ 6 ათას 950 ლარით. ამის გარდა, 2009 წელს დახმარების სახით კულტურის სამინისტრომ თეტრს უყიდა: ტელევიზორი, კომპიუტერი, მაგნიტაფონი, დინამიკები, ქსეროქსი და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.
მასალის გამოყენების პირობები