2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. რეგისტრაცია 36 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდები საქართველოს მასშტაბით 19 საგამოცდო ცენტრში იმართება,
მათ შორის თბილისში 7 ცენტრი ფუნქციონირებს.
დედაქალაქში ტესტები ეროვნული ბანკის, ხოლო რეგიონებში, პოლიციის შენობებშია დაცული. ტესტების საგამოცდო ცენტრამდე უსაფრთხოდ მიტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
უსაფრთხოების მიზნით, ცენტრებთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები. 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ 1500-მდე მეთვალყურე და კურატორი დააკვირდება.
გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.)- ქართული ენა და ლიტერატურა;
30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.)-ზოგადი უნარები;
უცხო ენა:
2 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ინგლისური ენა;
3 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ინგლისური ენა;
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;
11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. უცხოური ენის გამოცდას კი მოსმენის ნაწილი დაემატა.
2014 წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება შვიდი მიმართულების 21 ფაკულტეტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. გამოცდები 16 ივლისს დასრულდება.
კახეთში საგამოცდო ცენტრი ქალაქ თელავშია.
მასალის გამოყენების პირობები