განათლება
გაუქმებული და ხელახლა აღდგენილი სოფლის ბიბლიოთეკები
ინგა ბიტარაშვილი
2007 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბიუჯეტში თანხის არარსებობის მიზეზით, მიიღო გადაწყვეტილება სოფლის ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის შესახებ. ამის გამო მუნიციპალიტეტში მხოლოდ ცენტრალური ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. თუმცა, მიმდინარე წელს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, იმავე საკრებულომ მათი აღდგენა გადაწყვეტა.
როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მზია გლურჯიძე `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, 2007 წელს კულტურის სამინისტრომ ბიბლიოთეკები მუნიციპალიტეტის საკრებულოებს გადასცა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი ამ ორგანიზაციების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ინიციატივით, ახლა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი ამ ქმედებას ახსნას უძებნის და განმარტავს. "მაშინ ბიბლიოთეკების არსებობისთვის საკმარისი ფინანსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იყო. რაც ყველაზე მთავარია, შემცირდა წიგნის მკითხველთა რაოდენობაც. ეს კი თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის, განვითარებამ გამოიწვია, საკრებულომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კი ბიუჯეტში არის იმის საშუალება, რომ სოფლის ბიბლიოთეკები აღვადგინოთ," _ ამბობს ალექსანდრე სირბილაშვილი.
როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მზია გლურჯიძე განმარტავს, ამჟამად ბიბლიოთეკა აღდგენილია ველისციხეში, ვეჯინში, ბაკურციხეში, ჯიმითში, არაშენდასა და კაჭრეთში. "ვაჩნაძეანში შენობის რეაბილიტაცია ბიზნესმენ ლადო გურგენიძის სპონსორობით განხორციელდა. როდესაც საკრებულომ, ფულის დაზოგვის მიზნით, ბიბლიოთეკების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ეს არასწორი იყო, ამას ახლა მიხვდნენ და აღდგენაც დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ დროებითი სარგებლობის უფლებით, წიგნები საჯარო სკოლებს გადაეცა და რა თქმა უნდა, ახლა ისევ ბიბლიოთეკას დაუბრუნდება. ვიმედოვნებ, მათი აღდგენა ეტაპობრივად ყელა სოფელში მოხდება," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში მზია გლურჯიძე.
მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე 7 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და როგორც მზია გლურჯიძე ამბობს, 2011 წლიდან ვაჩნაძეანშიც ამოქმედდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა, რადგან მათ სოფლებში ეს საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. "ვერ გამიგია რა პრინციპით მოხდა არჩევა, რატომ არის ბიბლიოთეკა, დავუშვათ, ვეჯინში და არა კარდენახში. ჩვენი სოფელი გურჯაანიდან უფრო მოშორებითაა და თან გაცილებით მეტი მოსახლეა. კარგი იქნება თუ ამ საკითხს ჩვენთანაც დადებითად გადაჭრიან, რადგანაც ყოველთვის არც დრო და არც შესაძლებლობა გვაქვს, რომ წიგნისთვის გურჯაანში ვიაროთ. შეიძლება საკმარისი მკითხველი არ ჰყავდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ, უმცირესობა ვზარალდებით," _ ამბობს სოფელ კარდენახის მკვიდრი თამილა გულიაშვილი.
რა პრინციპით მოხდა სოფლების შერჩევა ამაზე საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მზია გლურჯიძე საუბრობს: "ბიბლიოთეკების აღდგენა ძირითადად დიდ სოფლებში მოხდა, ანუ ზონალურად გადანაწილდა. მინდა აღვნიშნო, რომ კარდენახში ბიბლიოთეკის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საკრებულოში განაცხადი უკვე შევიტანე და პასუხს უახლოეს მომავალში გავიგებთ."
აღნიშნულთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ კარდენახის ბიბლიოთეკის საკითხი განხილვას ექვემდებარება. ალექსანდრე სირბილაშვილის თქმით, ნებისმიერ სოფელში, სადაც იქნება საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისი შენობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ეს საკითხი, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება.
მოსახლეობა კი მაინც მიიჩნევს, რომ ცენტრლური თუ ადგილობრივი ხელისუფლება, შედეგზე არაორიენტირებულ გადაწყვეტილებას იღებს,  ამიტომაა,  რომ არის შემთხვევები როცა აწყობილ სტრუქტურას ჯერ აუქმებს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ შეცდომა დაუშვა და მის რეაბილიტაციას ახდენს."საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. არ შეიძლება დაუფიქრებლად, ყველაფერი ერთი ხელისმოსმით გაანადგურო. თუ დღეს ახალგაზრდებს წიგნი არ უნდათ, ამას ხელისუფლებაც უწყობს ხელს, იმიტომ, რომ არაერთი ბიბლიოთეკა გააუქმა, იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტი გაეხსნა. კარგია, ახლა მაინც თუ იწყებენ აღდგენას. ამასაც ხომ სჭირდება ხარჯი. მაინც გაუგებარია მათი ქმედებები," _ ამბობს თამარ ბერიძიშვილი.
საზოგადოება ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის საკითხს დადებითად ხვდება და მიიჩნევს, რომ ის რაც ასე ღირებულია, დაუფიქრებლად არ უნდა ნადგურდებოდეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 8 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 8 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.