ნინო კორაშვილი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
კონფერენციის პირველი დღის I ნაწილი გახსნას მიეძღვნა და ონლაინ რეჟიმში, კამბოჯის `ზამან~ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერკან პოლად დემარმა ისაუბრა. ამის შემდეგ კი სექციური მუშაობა დაიწყო.
კონფერენცია სამ მიმართულებას: კომპიუტერულ მეცნიერებებს, განათლების მენეჯმენტსა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს მოიცავდა, სამ სექტორად მუშაობდა და 2 დღეს, 5-6 ნოემბერს ჩატარდა.
კონფერენციაში პროფესორ-მასწავლებლები და 80-მდე დოქტორანტი მონაწილეობდა. აქ წარმოდგენილი ნაშრომები საეთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ `ინტელექტში~ გამოქვეყნდება.
"დღევანდელი კონფერენცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასეთი სახის კონფერენცია პირველად ტარდება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თელავის უნივერსიტეტისთვის, ასევე რეგიონისთვის და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის.
ამ კონფერენციის ჩატარება აუცილებელი იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველების გარდა უცხოელი დოქტორანტებიც გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან მიმოფანტულნი. ისინი დისერტაციას ვერ დაიცავენ, თუ საერთაშორისო კონფერენციებში არ ექნებათ მონაწილეობა მიღებული. ამ ახალი პროგრამის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, რაც ჩვენს დოქტორანტებს ყველანაირ პირობას უქმნის, რომ ინტერნეტის საშუალებით ჩაგვერთონ და დაიცვან საკუთარი ნაშრომები," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ და ფონდ ,,ინტელექტის~ პრეზიდენტმა, გურამ ჩაჩანიძემ.
მისივე განმარტებით, ასეთ რეჟიმში მუშაობის უფლება ყველა უნივერსიტეტს არ აქვს. "თესაუ-მ უკვე მოიპოვა ეს უფლება და ვფიქრობ,Aმომავალში ამ მეთოდით საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც დაინტერესდებიან. ამ გზით მსოფლიო უკეთესად გაიგებს რას წარმოადგენს ქართული მეცნიერება, საით მივდივართ და გვაქვს თუ არა უფლება მსოფლიოს დონეზე ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში, კერძოდ თელავის უნივერსიტეტში თანამედროვე მეცნიერული მიმართულებით მაღალი დონის კვლევები მიმდინარეობს," _ აღნიშნა გურამ ჩაჩანიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თელავის, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კამბოჯის ,,ზამან~ უნივერსიტეტი, და საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდი `ინტელექტი.~
ორდღიანი კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები