განათლება
მომავალი წლიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში პენსიონერები აღარ იმუშავებენ
[caption id="attachment_790" align="alignleft" width="300" caption="ნათელა მოსემღვდლიშვილი თავისი უფლებების დაცვას ნებისმიერი გზით აპირებს"][/caption]   ინგა ბიტარშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2011 წლის პირველი იანვრიდან არც ერთი პენსიონერი აღარ იმუშავებს. ეს ეხება როგორც პედაგოგებს, ისე მზარეულებსა და ძიძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილება ბაღში მომუშავე პენსიონერებმა უკვე მიიღეს, თუმცა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი ამ ფაქტს უარყოფს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულმა პენსიონერებმა უკვე იციან, რომ 2011 წლიდან ასაკის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ. თუმცა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია არასაწარმოო, არაკომერციული იურიდიული პირია (აიპი), რომელიც 2007 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნდა. შესაბამისად, საბავშვო ბაღები არანაირად არ ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას და აბსოლუტურად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაქვემდებარებაშია. "ვიღაცამ რაღაც კარგად ვერ გაიგო. უბრალოდ, სააღმზრდელო დაწესებულებაში ყველა მომუშავე პერსონალს 2010 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ ხელშეკრულება დადებული და იანვრიდან ეს უნდა გაგრძელდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვინ წავა და ვინ არა, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. შეიძლება ახალგაზრდაც გავუშვა, რადგან დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არავის გათავისუფლებას არ ვაპირებ და არც რაიმე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. არ მესმის რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი," _ ამბობს ლელა თევდორაშვილი. იმუშავებს თუ არა მომავალი წლიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში პენსიონერი, ამის თაობაზე `სპექტრი~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ენუქიძეს ესაუბრა. "მნიშვნელობა არ აქვს ეს როდის მოხდება. ბაღის თანამშრომელი, როგორც კი გახდება საპენსიო ასაკის, მაშინვე განთავისუფლდება. ეს განაპირობა იმან, რომ ყოფილა შემთხვევები აღმზრდელს ჩასძინებია ან სხვა. მე, როგორც ამ სფეროს კურატორი, ჩემს პოზიციას ბოლომდე დავიცავ. როდესაც კოლეგებთან ეს აზრი გამოვთქვი არც ხელმძღვანელობა და არც გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი არ შემწინააღმდეგებიან, პირიქით, დამეთანხმნენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში პენსიონერი ნამდვილად არ უნდა მუშაობდეს. სკოლაში კიდევ დასაშვებია, მაგრამ ბაღი სულ სხვაა, აქ არის ორმაგი დატვირთვა. ბავშვებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. ამისთვის კი ახალგაზრდა, ენერგიით სავსე კადრია საჭირო. სწორედ ასეთები ჩაენაცვლებიან პენსიონერებს. ამ შემთხვევაში მშობელი უფრო მშვიდად იგრძნობს თავს," _ გვითხრა გიორგი ენუქიძემ. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში საპენსიო ასაკის პერსონალმა შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღო. ისინი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან. ამბობენ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ შეუძლიათ და დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. "ჩვენი გაერთიანების ხელმძღვანელობის დავალებით ბაღის მენეჯერმა გაგვაფრთხილა, რომ პირველი იანვრიდან საპენსიო ასაკის თანამშრომლებმა სამსახური უნდა დავტოვოთ. მთელ მუნიციპალიტეტში ეს გადაწყვეტილება სულ ოც თანამშრომელს ეხება და ყველა შეშფოთებულია. ჩვენს ადგილას ვინც უნდა დანიშნონ, იმ ადამიანებზე უფრო მეტი გამოცდილებაც გვაქვს, უფრო შრომისუნარიანები და განათლებულებიც ვართ. გარდა ამისა, ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. არც დაზღვევა გვაქვს, არც სოციალური დახმარება და არც პოლისი, რითი უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცი. ადრე გამგეობას ჩვენთვის ხელფასები რომ უნდა გაეზარდა, როგორც გავიგეთ, გუბერნიიდან სთხოვეს გურჯაანის გამგებელს, რომ ასე არ მოქცეულიყო, რადგან სხვა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე მეტი ხელფასი გვექნებოდა. როგორც ჩანს, ეს გარკვეულ უხერხულობას შეუქმნიდათ. ამაზე რომ ფიქრობენ, იმას რატომ აღარ ითვალისიწნებენ, რომ მაგალითად, თელავში სააღმზრდელო დაწესებულებებში 70-75 წლის თანამშრომლები ჰყავთ," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების უფროსი აღმზრდელი ნათელა მოსემღვდლიშვილი და აქვე დასძენს, რომ უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. "უკან არაფერზე დავიხევ და ბრძოლას გავაგრძელებ. რას მიზამენ, გურჯაანიდან ხომ არ გამაგდებენ? პროფკავშირების თავმჯდომარე და ყრილობის დელეგატი ვარ, ამიტომ ამ ორგანიზაციის დახმარების იმედიც მაქვს." სკოლამდელ სააღმზდელო დაწესებულებებში პენსიონერების ახალგაზრდებით ჩანაცვლებამ, მშობელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს ეს რეფორმა არ მოსწონს, რადგან თვლის, რომ ამ საქმეში პენსიონერები უფრო გამოცდილები არიან. ზოგს კი მიაჩნია, რომ საპენსიო ასაკის პერსონალი ბაღიდან უნდა წავიდეს. "თუკი პენსიონერებს ახალგაზრდა კადრი ჩაანაცვლებს, მოხარული ვიქნები, რადგან ისინი უფრო ენერგიულები არიან და ბავშვებს უკეთესად მიხედავენ. თუმცა, ვწუხვარ, რომ ამ ხალხს უმუშევრად ყოფნა მოუწევს," _ გვითხრა მშობელმა ქალბატონმა მადონამ, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა. საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, სკოლამდელი დაწესებულების საპენსიო ასაკის თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ და ამბობენ, რომ თავიანთ უფლებებს ნებისმიერი გზით დაიცავენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 8 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 8 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.