განათლება
უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება. ცვლილებას აბიტურიენტთა და მასწავლებელთა ერთი ნაწილი სირთულედ აღიქვამს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ჩაჭრილ აბიტურიენტთა რიცხვი გაიზრდება. მარიამ ჯანაშვილი სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც ის ამბობს, სკოლაში უცხო ენის მოსმენას დრო არ ეთმობა და შესაბამისად, ახალი კომპონენტი სირთულეს წარმოადგენს. -"სკოლაში ნაკლებად გვაქვს მოსმენის საშუალება, ინგლისურს ვაბარებ და მოსმენაზე არასოდეს გაგვიმახვილებია ყურადღება. არ მომწონს ეს სიახლე და ვფიქრობ, რომ წელს ბევრი აბიტურიენტი ჩაიჭრება,"-გვითხრა მან. იგივე მოსაზრება აქვს სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეს, აბიტურიენტ ანა ჩიფაშვილს. "დიდი ხანია ინგლისურს ვსწავლობ, მაგრამ მოსმენის გაკვეთილი არასოდეს გვქონია. თბილისის, ასევე სხვა ქალაქის სკოლებს აქვთ ამის საშუალება, რაც სოფლებში იშვიათობაა. ამ გამოცდას ძალიან რთული კომპონენტი დაემატა და ამიტომ ვფიქრობ, ჩაჭრილთა რიცხვიც მოიმატებს." როგორც თელავის #9 საჯარო, გერმანული სკოლის, პედაგოგი სვეტა ციგროშვილი აღნიშნავს, მათ სკოლაში აბიტურიენტები მოსმენას მიჩვეულები არიან, მაგრამ მაინც უჭირთ. -"ჩვენს სკოლაში გერმანული გაძლიერებულად ისწავლება, ჩვენი აბიტურიენტებისთვის ეს სიახლე არ არის. სხვა სკოლებში კი ნაკლებად აქვთ მოსმენის საშუალება და ამისთვის მზად არ არიან. ჩვენ ბავშვებსაც კი უჭირთ მოსმენილი გაკვეთილების გაგება. პედაგოგის ნალაპარაკებს უფრო იგებენ, როგორც დისკს ჩაურთავ, ისინიც იბნევიან,"-გვითხრა მან. საკითხის გარკვევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შევეცადეთ. "გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიტომ, რომ კომპლექსურად და შესაბამისად, სრულფასოვნად მოხდეს ენის ცოდნის შეფასება. ზოგადად, უცხოური ენების შეფასება ხდება ოთხი კომპონენტის მიხედვით: წერა, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი. გასაგები მიზეზების გამო, სწორედ იმიტომ, რომ განსაკუთრებით რაიონის სკოლებში არასათანადოდ ისწავლება უცხოური ენა, ლაპარაკის კომპონენტი წელს ვერ დაემატებოდა. რაც შეეხება მოსმენის კომპონენტს, იგი მინიმალურად იმოქმედებს საერთო ქულაზე.Mმისი ყველა ნაწილი შეფასდება ერთი ქულით. საერთო მაქსიმალური ქულა არის რვა, რაც მთლიანი ტესტის 8%-ს შეადგენს. ეს დაგვეხმარება აბიტურიენტის ცოდნის ობიექტურად შეფასებაში. ყველა აბიტურიენტი ტექსტს ისმენს ორჯერ, მოსმენის დავალება შედგება ოთხი მცირე ზომის დიალოგისა და ოთხი ტექსტისგან. თითოეულ საკითხს მხოლოდ ერთი შეკითხვა ახლავს. ამ დავალების მთლიანი ხანრძლივობა 8-10 წუთია. ამ გამოცდისთვის არ დასჭირდებათ ყურსასმენები. სექტორში თხუთმეტივე აბიტურიენტი ერთნაირ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ხმის გამაძლიერებელის საშუალებით მოისმენს. ამ გამოცდაში ზღვარი ყველაზე დაბალია, აბიტურიენტმა 100-კითხვიანი ტესტის მხოლოდ 20%-ს უნდა გასცეს პასუხი,"-განგვიმარტეს აღნიშნულ სამსახურში. მათივე თქმით, ყველა სკოლას გაეგზავნა დისკები, რომელზეც ჩაწერილია ტესტის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი. პედაგოგებისა და აბიტურიენტებისგან განსხვავებით, აღნიშნულ სამსახურში ამ სიახლის გამო ჩაჭრილი აბიტურიენტების ზრდას გამორიცხავენ. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.