განათლება
ბაღების გახანგრძლივებულ ჯგუფში დიასახლისის შვილებს არ იღებენ
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ათ საათზე იწყება და 16 საათამდე გრძელდება. გახანგრძლივებულ ჯგუფში კი მხოლოდ მოსამსახურეების შვილები ირიცხებიან. აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებენ დიასახლისები და ითხოვენ, რომ ამ ჯგუფში მათი შვილებიც მიიღონ. გახანგრძლივებულში აღსაზრდელის ჩასარიცხად საჭიროა, დედამ სამსახურიდან მუშაობის დამადასტურებელი ცნობა წარადგინოს. 31 წლის ანას ორი მცირეწლოვანი ბავშვი ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთ ბაღში დაჰყავს. ის არმუშაობს და შესაბამისად, ვერც ცნობას მიიტანს, ამიტომ გახანგრძლივებულით მისი შვილები ვერ სარგებლობენ. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საოჯახო საქმეების მოგვარებას 4 საათამდე ვერ ასწრებს და სურვილი აქვს გახანგრძლივებულ ჯგუფშიც დატოვოს. "სახლში ყოველდღე ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მშველელიც არავინ მყავს, მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ. ბაღში სწავლა ოთხ საათზე მთავრდება და ბავშვები შინ მომყავს.ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერაფერს ვასწრებ და ბევრი რამ გასაკეთებელი მრჩება. რატომ არ შეიძლება რომ გახანგრძლივებულ ჯგუფში დიასახლისების შვილებიც მიიღონ?" -კითხულობს ის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უფროსი ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ბაღებში ბავშვთა რაოდენობის განსაზღვრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საკითხი გადაიჭრება. lela tevdorashvili2 -"ჯერჯერობით გახანგრძლივებულ ჯგუფში ის ბავშვები ირიცხებიან, რომელთა მშობლებიც მუშაობენ. თუმცა ამ ყველაფერს დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მივიღებთ. რა დააშავეს იმ მშობლებმა, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში არ მუშაობენ, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებულები ან ოჯახში აქვთ საქმე?! მე და ჩემი თანამშრომლები 16 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე ყოველდღიურ მონაცემებს ვიღებთ, რომელ ბაღში რამდენი ბავშვი გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით 68 000 ლარი დაგვემატა კვებაზე, რაც 1400 ბავშვზეა გათვლილი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო მაჩვენებლით 1750 ბავშვია ბაღში. ანუ ყველა შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს, რადგან კვების თანხის გაზრდა მოგვიწევს და გახანგრძლივებულთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას,"-გვითხრა მან. გასულ კვირას, საკრებულოს სესიაზე თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილმა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სტრატეგიული განვითარების პროექტი წარადგინა. აღნიშნული გეგმა 2013-2017 სასწავლო წლებზეა გაწერილი და ეტაპობრივ განვითარებას გულისხმობს. "სტრატეგიული გეგმის თანახმად, თითქმის ყველა ბაღს საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.Gგარდა იმ ბაღებისა, რომლებიც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეკეთდა. პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება. გარკვეულ მიმართულებაზე შევჯერდით. ამ პროცესში განათლების სამინისტროც არის ჩართული. გადაიჭრება კვებისა და უსაფრთხოების საკითხი,"-აღნიშნა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ენუქიძემ. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს თვითმმართველობის კანონში შესული ცვლილებების შედეგად მშობლები ყოველთვიური გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.