განათლება
არასწორად გადანაწილებული დახმარება და სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები
[caption id="attachment_630" align="alignleft" width="300" caption="სახელმძღვანელოების სიძვირის გამო, მშობლებს მათი შეძენა უჭირთ"][/caption] ლალი მეხრიშვილი
წელს სახელმძღვანელოები განსაკუთრებით გაძვირებულია, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება მოსწავლეთა ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სხვა წლებთან შედარებით წელს თითქმის ყველა საგანი შეცვლილი პროგრამითაა წარმოდგენილი. ამიტომ, თუ ადრე მოსწავლე ზოგიერთ საგანში წინა წლის სახელმძღვანელოს თხოულობდა ან შეღავათიან ფასში ყიდულობდა, ახლა ესეც ნაკლებ ხელმისაწვდომია.
უკვე ორი კვირაა საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. `სპექტრი~ დაინტერესდა, ფასების მომატების ფონზე, როგორია  სწავლების რეალური შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი არიან თუ არა მოსწავლეები სახელმძღვანელოებით?
ოცი გამოკითხული მოსწავლიდან თხუთმეტმა გვიპასუხა, რომ 2 ან 3 წიგნი აკლია, სამმა გვიპასუხა, რომ არც ერთი წიგნი არ აქვს და დახმარებას ელოდება, მხოლოდ ორს აღმოაჩნდა სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი. ოცივე გამოკითხული ამტკიცებს, რომ არც ერთი წიგნის კრიზისი არ არის და ყველა მათგანი იშოვება, თუმცა საკმაოდ ძვირია. მშობლების თქმით, იმის გამო, რომ კლასში უმრავლესობას წიგნები სრულად არ აქვს, სწავლების პროცესი ვერ დაწყებულა.
ერთ-ერთი უფროსკლასელი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, "სპექტრთან" საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე ორი კვირა იმდენად ქაოსური იყო, რომ სწავლების პროცესი, ფაქტობრივად ჩავარდა.
დედოფლისწყაროში ჯიხურებსა და საკანცელარიო მაღაზიებში მშობელთა რიგები ორი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა.
"ჩემი გოგონა მერვე კლასის მოსწავლეა, ამჯერად ოთხი წიგნის შეძენა შევძელი და 42 ლარი გადავიხადე. სამი კიდევ სჭირდება, თუმცა ჯერ ამის საშუალება არ მაქვს. ყველაფერს ვიღონებ, რომ შვილს სწავლაში ხელი არ შევუშალო და ყველა სახელმძღვანელო ვუყიდო," _ ამბობს ოთარ ხუცელიძე.
სახელმძღვანელოების სიძვირესთან ერთად მშობლებს ისიც ადარდებთ, რომ სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს და ეს პრობლემა  ჯერ კიდევ დიდ ხანს ვერ მოგვარდება.
"ორი შვილი მყავს და სახელმძღვანელოებში უკვე 150 ლარი დავხარჯე, თუმცა ჯერ სრულად არ შეგვიძენია. წიგნში ფული არასოდეს მენანება, მაგრამ საშუალო შეძლების ოჯახისთვის ამდენი თანხის გაღება მაინც ძნელია, ცეცხლის ფასები აქვს. პირადად მე იმაზე უფრო ვდარდობ, რომ ორი კვირაა სასწავლო წელი დაიწყო და ბავშვები ტყუილად დადიან. კლასში ზოგიერთს ერთი წიგნიც არ აქვს და აქედან გამომდინარე, მასწავლებელიც დავალებას ვერ აძლევთ," _ ამბობს მაია ლეკაშვილი.
კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან სამშვილიანი ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა რიგებში არ არიან (იმ ბავშვებს, რომელთა ოჯახებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულები და 57 ათასი და უფრო ნაკლები ქულა აქვთ მინიჭებული, სახელმწიფო უფასოდ აძლევთ სახელმძღვანელოებს) და არც იმდენი შემოსავალი გააჩნიათ, რომ ბავშვებს ყველა წიგნი უყიდონ. "სამი შვილის დედა ვარ, ყველაზე პატარა მეორე კლასშია და მხოლოდ ამ კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოსა და დედაენაში 38 ლარი გადავიხადე. ამის გარდა, მათემატიკაში 4 სავარჯიშო რვეული სჭირდება, რომლებიც არც თუ ისე იაფი ღირს. ძალიან მიჭირს, მაგრამ რა ვქნა, ბავშვს უწიგნოდ ხომ ვერ დავტოვებ? ვფიქრობ, დახმარება არასწორადაა გათვლილი, მთავრობას სამ და მეტ შვილიან ოჯახებზეც უნდა გაეკეთებინა შეღავათი. შესაძლოა, სამშვილიან ოჯახებს, რომლებსაც სოციალურმა სააგენტომ მაღალი ქულები მოგვანიჭა, იმათზე მეტად გვიჭირდეს, ვინც ამ პროგრამაშია ჩართული და ერთი შვილი ჰყავს. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით და უყურადღებობით დედას შვილის გაჩენის სურვილს უკარგავენ. თანაც ყველამ ვიცით, რომ ხშირად სოციალური სააგენტოს შეფასებები რეალობას სცდება. ისეთები იღებენ დაბალ ქულებს, ვისაც არ ეკუთვნის, გაჭირვებულები კი დახმარების გარეშე რჩებიან," _ ამბობს ციალა იაკობიშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით წელს დედოფლისწყაროში წიგნების სრული კომპლექტი 647-მა ბავშვმა მიიღო. იმ მოსწავლეებს კი, რომელთა ოჯახებსაც 70 ათასზე ნაკლები ქულა აქვს, ზოგიერთი სკოლა თავისი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით ეხმარება.
დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაია ლაპიაშვილის თქმით, მათთან 625 ბავშვი ირიცხება, აქედან 135-მა სასწავლო წიგნები სახელმწიფო დახმარებით მიიღო. თუმცა სკოლამ შეიმუშავა გეგმა სხვა გაჭირვებული ბავშვებისთვისაც. "ჩვენ გასულ წელსაც განვახორციელეთ ასეთი სახის აქცია, თითოეულ კლასში სამ ისეთ მოსწავლეს დავეხმარეთ, რომელიც მრავალშვილიანი ან ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახიდანაა და სოციალური სააგენტოსგან 57 ათასზე მეტი და 70 ათასზე ნაკლები ქულა აქვს მინიჭებული. ამ სასწავლო წელსაც ასე იქნება," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში პირველი მაია ლაპიაშვილმა.
ახალი სასწავლო წელი ზოგისთვის თუ პრობლემებთან ასოცირდება, ზოგისთვის ფულის შოვნისთვის აქტიური პერიოდია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მშობელმა წიგნში მხოლოდ ის თანხა უნდა გადაიხადოს, რაც მასზეა მითითებული. მკარცი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთი სავაჭრო პუნქტი ამ ბრძანებას არ ასრულებს. მშობელი, რომელმაც წიგნები ბოდბისხევში შეიძინა ამბობს: "ჩემს ორ შვილს ამ ეტაპისთვის 5 წიგნი შევუძინე და 64 ლარი გადავიხადე. მართალია, წიგნებს 7 და 8 ლარი ეწერა, მაგრამ თითოეული 14-15 ლარი გამომივიდა. თუმცა, ამას აღარ დაგიდევდით, რადგან რიგში ისედაც დიდი ხანი ვიდექი. იმასაც კი შევესწარი, ერთ-ერთ მშობელს მომსახურებისათვის 2 ლარი რომ მოსთხოვეს," _ ამბობს ნინო პაპუაშვილი.
საზოგადოების აზრით, სწავლაში გადახდილი ფული მართლაც რომ გონივრული ინვესტიციაა, მაგრამ ეს თანდათან უკვე `ძვირი სიამოვნება გახდა~. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, მალე საშუალო განათლებაც მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 8 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 8 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.