განათლება
კახეთში მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოეს
უკვე რამდენიმე წელია კახეთის რეგიონში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება ტრადიციად იქცა. წელს 15 ივნისს ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე გურჯაანის რაიონიდან სულ 30 მედალოსანი იყო წარდგენილი. -"კახეთის რეგიონის ბავშვებთან ერთად ჩვენი რაიონიდან 30 მედალოსანი (13 ოქრო, 17 ვერცხლი) იყო წარდგენილი. დაჯილდოვდნენ: ქალაქ გურჯაანის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, ველისციხის, ახაშნის, სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ბაკურციხის, კარდენახის, მელაანის, კაჭრეთის, ჯიმითის და ზემო კაჭრეთის სკოლის წარმატებული მოსწავლეები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის და რესურსცენტრის უფროსის მიერ ხელმოწერილი სიგელები ბავშვებს გურჯაანის გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილმა გადასცა," _ გვითხრა რესურსცენტრის ფინანსისტმა მერი მირველაშვილმა. როგორც ზურა დანელიშვილმა აღნიშნა, წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ტრადიცია უკვე წლებია არსებობს და სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. -"ასეთი ღონისძიებები წინა წლებშიც ტარდებოდა. ახალგაზრდები სკოლას წარჩინებით ამთავრებენ, უხარიათ და უნდათ თავიანთი სიხარული სხვებსაც გაუზიარონ. მათ ჩვენ საზეიმო ვითარებაში გადავეცით სიგელები, ხოლო ერთ-ერთი მათგანი წარმატებული სწავლისთვის, ციფრული ფოტოაპარატითაც დავასაჩუქრეთ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფის ბავშვებიც, რომელთა ტრანსპორტირებაც წახალისების მიზნით ჩვენ უზრუნველყავით. გამგეობიდან კულტურის განყოფილების წარმომადგენლებიც იყვნენ. ნამდვილად კარგი ღონისძიება იყო. საღამო კონცერტით დამთავრდა. ეს ტრადიცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება," _ გვითხრა მან. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვერცხლის მედალოსანმა რუსუდან ჯოხაძემ აღნიშნა, ეს დღე ძალიან კარგად დაამახსოვრდება. -"ყვარელში, გალავანში დაჯილდოებაზე სხვადასხვა რაიონის ბავშვებთან ერთად გიმნაზიის მოსწავლეებიც ვიყავით. ჩვენ სკოლაში სულ 7 მედალოსანია. მივიღეთ სამახსოვრო სიგელები, სექტემბერში კი მედლებს გადმოგვცემენ. დაჯილდოების ცერემონია გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლევები მონაწილეობდნენ. იყო ბევრი ემოცია და ძალიან კმაყოფილი ვარ," _ გვითხრა მან. იმ ფაქტმა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 13 ოქროს მედალოსნიდან, განსკუთრებული საჩუქრით (ციფრული ფოტოაპარატით) მხოლოდ ერთი, ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლე ცისია ბაწაშვილი დაჯილდოვდა, სხვა ბავშვებში გარკვეულწილად უკმაყოფილება გამოიწვია. მისი გამორჩეულად დასაჩუქრების მიზეზებზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ ცისია ბაწაშვილი, რესპუბლიკური ტურების გამარჯვებულია. საქართველოში ასეთი სულ სამი მოსწავლეა. მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ ბავშვის გამორჩეულად დაჯილდოების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიიღო. მარინა პეტრიაშვილი [caption id="attachment_6088" align="aligncenter" width="610"]გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 13 ოქროს და 17 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე იყო წარდგენილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 13 ოქროს და 17 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე იყო წარდგენილი[/caption] [caption id="attachment_6090" align="aligncenter" width="610"]დაჯილდოების შემდეგ ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა დაჯილდოების შემდეგ ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა[/caption] მსგავსი თემები: წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება წარმატებული პედაგოგების და მოსწავლეების დაჯილდოება
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.