განათლება
შესაძლოა, ეთნიკურმა უმცირესობებმა სახელმძღვანელოები უფასოდ ვერ მიიღონ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. ის გამომცემლობები კი, რომლებიც აღნიშნულ პროცესში არ მონაწილეობენ სამინისტროს საავტორო უფლებების მითვისებასი ადანაშაულებენ. სასკოლო წიგნების ბეჭდვას „გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი პრინტი და მვპ“ უზრუნველყოფს. აღნიშნული გამომცემლობა ოთხი ქართული პოლიგრაფიული საწარმოს: შპს "ფავორიტი პრინტი", შპს "ფორმა", შპს "სეზანი", შპს "მვპ" (24 საათის სტამბა) და მასთან არსებული მცირე პოლიგრაფიული წარმოებების გაერთიანებით შეიქმნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს 1600 მოქალაქეა დასაქმებული. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მილიონნახევარი სასკოლო სახელმძღვანელო უკვე დაბეჭდილია. სკოლებისთვის წიგნების გადაცემა 15 ივნისიდან ეტაპობრივად განხორციელდება. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობები, რომლებიც წელს სასწავლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაში ჩართული არ არიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუცო სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. -"2013 წლის 8 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა სკოლის მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის შესახებ. სარჩელზე ხელმომწერი გამომცემლები აღნიშნული ინიციატივის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ დადებით დამოკიდებულებას, თუმცა ამავდროულად მივიჩნევთ, რომ ის არ უნდა განხორციელდეს ჩვენი უფლებების დარღვევის ხარჯზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 25 თებერვალს გამოცემული ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. აღნიშნული წესის თანახმად, გამომცემლებს დაეკისრათ ვალდებულება წინასწარ განეცხადებინათ თანხმობა მათ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს საავტორო უფლებების სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ, ხოლო სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლება ხელშეკრულებით გადაეცათ სამინისტროსთვის. ამავე ბრძანებით, სამინისტროს მინიჭებული აქვს შესაძლებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების გამოყენების უფლება გადასცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნული ბრძანებით სამინისტრომ გამომცემლებს შეუზღუდა საკუთრების უფლება (თავისუფლად განკარგონ საკუთრება) და ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა მათი საავტორო უფლებები," (სტილი დაცულია) _ ნათქვამია გამომცემლობების მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ხელმომწერი გამომცემლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მოთხოვნით, არაკონსტიტუციურად ცნონ ხსენებული ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თ.ა) და თ.ბ) ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის ბ) ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები. მათ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა დაიცავს. მოთხოვნას ხელს აწერენ: შპს "გამომცემლობა ინტელექტი," შპს "გამომცემლობა არტანუჯი,"შპს გამომცემლობა "დიოგენე," შპს "ლოგოს პრესი," შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,“ შპს „ტრიასი,“ ფიზიკური პირი - ირინა რუხაძე. გამომცემლობების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში წერია, რომ გამომცემლობებს შეუძლიათ თარგმნა. მათივე თქმით, სამინისტროს იმ სასწავლო მასალებს არ მისცემენ, რომლითაც ეთნიკური უმცირესობების სახელმძღვანელოები უნდა შედგეს ამიტომ შესაძლოა ეთნიკური უმცირესობების სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წიგნები უფასოდ ვერ მიიღონ. muslim abuzaroviსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის პედაგოგი მუსლიმ აბუზაროვი ამბობს, რომ მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა გაუჭირდებათ. -"ალიან რთული სოციალური მდგომარეობაა. თითო ოჯახიდან ოთხი_ხუთი ბავშვი დადის სკოლაში, ამიტომ მშობლებს წიგნების ყიდვა არ შეუძლიათ. გასულ წლებში მოსწავლეების ნაწილს სახელმძღვანელოები არ ჰქონდა. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ წელს ასე არ იქნება და ქართველი მოსწავლეების მსგავსად ჩვენი ბავშვებიც უფასოდ მიიღებენ წიგნებს. აღსანიშნავია, ისიც, რომ შარშან არც ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიიმის წიგნები გვქონდა, მზად არ იყო. თუ  წელსაც არ დაიბეჭდა, იძულებულები ვიქნებით ძველი გამოცემებით ვასწავლოთ. ასეთ პირობებში კი სათანადო ცოდნის მიღება შეუძლებელია."_გვითხრა მუსლიმ აბუზაროვმა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. ლანა გულოშვილი მსგავსი სტატიები რატომ გახდა კრიტიკის საგანი უფასო სახელმძღვანელოები? არასწორად გადანაწილებული დახმარება და სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები ხელისუფლების “ეშმაკურ ხერხს” მშობლები იძულებით ემორჩილებიან
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.