განათლება
რატომ გახდა კრიტიკის საგანი უფასო სახელმძღვანელოები?
2013-2014 სასწავლო წელს მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. აღნიშნულ სიახლეს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პედაგოგები და მშობლები ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ, გამომცემლობები კი თვლიან, რომ შესაძლოა, მათი ქონებრივი უფლებები დაირღვას. გასულ კვირას, ეს სიახლე საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გააცნო. -"ოჯახებს 150-200 ლარამდე დაეზოგებათ, მშობლებს შეეძლებათ ეს თანხა სხვა წიგნების საყიდლად ან ზაფხულში ბავშვების დასასვენებლად გამოიყენონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ზოგადი განათლება არის უფასო, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ყველა საჯარო სკოლაში, სადაც 650 000 ბავშვია, მათ მშობლებს არ მოუხდეთ ბოლო თეთრის გატანა ოჯახიდან და ბავშვებისთვის სახელმძღვანელოების ყიდვა," _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი სოფიო ზვერიაშვილი სიახლეს დადებითას აფასებს. -"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, ზოგიერთ მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ შვილს წიგნი უყიდოს. ზოგჯერ სასწავლო წელი ისე გადის, ბავშვებს სრულად არ აქვთ სახელმძღვანელოები.ოჯახს წიგნების თანხა ტვირთად აღარ დააწვება, მოსწავლე იგრძნობს, რომ სახელმწიფო შეღავათს უკეთებს, უფრო მეტად დაინტერესდება სწავლით, რათა მომავალში ქვეყანას გამოადგეს," _ გვითხრა სოფიო ზვერიაშვილმა. მსგავსი პოზიცია აქვს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მარინა უტიაშვილს. -"ეს რეფორმა აქამდეც უნდა გატარებულიყო, ამით მშობელი ფულს დაზოგავს, დამატებით ლიტერატურას შეუძენს შვილს და განათლების ხარისხიც გაუმჯობესდება." ინოვაციას მიესალმებიან მშობლებიც. როგორც ისინი ამბობენ, სასკოლო სახელმძღვანელოების ყიდვა ყოველწლიურად უხდებოდათ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე სახელმძღვანელოს მეორე წელს უმცროსი შვილებისთვის ვეღარ იყენებდნენ. -"ჩემი შვილიშვილები სკოლაში სწავლობენ, წიგნების ყიდვა ძვირი გვიჯდება. მინისტრმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც მშობლებს ეს ტვირთი მოეხსნებათ," _ გვითხრა მარო სონღულაშვილმა. მშობლების პრობლემა ბავშვებზეც აისახებოდა და სახელმძღვანელოების გამო ისინიც რთულ მდგომარეობაში იყვნენ, ახლა კი ეს გადაწყვეტილება ძალიან ახარებთ. -"ბედნიერი ვარ მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ რომ დაგვირიგებენ. ჩემს მშობლებს საზრუნავი აღარ ექნებათ. ჩვენც მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ და კარგად ვისწავლით,“ _ გვითხრა მარიამ ჭაჭუკაშვილმა. მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის ფაქტს გამომცემლობები დადებითად აფასებენ, თუმცა, შიშობენ, რომ მათი საავტორო უფლებები დაირღვევა და სახელმძღვანელოების ღირებულებას სრულად ვერ მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "სპექტრი" გამომცემლობა "ინტელექტის" ხემლძღვანელს კახმეგ კუდავას ესაუბრა. -"ყველა გამომცემელი მოხარული ვართ, რომ მოსწავლეები წიგნებს უფასოდ მიიღებენ, მაგრამ ამ სიახლეს პრობლემურ ჭრილშიც განვიხილავთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ წიგნებს გააჩუქებს, რაც არასწორია. საჩუქრად შეიძლება გადასცე მხოლოდ საკუთარი ნივთი, ესე იგი, ისინი გვართმევენ საავტორო და საგამომცემლო უფლებებს. ეს არის მიტაცებული წიგნები. ამბობენ, რომ ჩაგვირიცხავენ ერთ მილიონ ლარს, ჩვენგან კი 4 მილიონ ეგზემპლიარს მიიღებენ, გამოდის, რომ ერთ წიგნში 25 თეთრს იხდიან. სახელმძღვანელოების ბაზარზე 20 გამომცემლობა ვართ, მეოცე ინგლისურენოვანი გამომცემლობა "მაკმილანია", რომელიც აღნიშნულ სიახლეში მონაწილეობას არ მიიღებს. სახელმწიფო მათ არ აკადრებს, რომ ჩვენთან დაბეჭდონ წიგნები და ისე აჩუქონ მოსწავლეებს.Aამ გამომცემლობასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ უნდა თამაშდებოდეს. თუკი, სახელმწიფო რეალურ თანხას გადაგვიხდის, ჩვენი უფლებები აღარ დაირღვევა," _ გვითხრა კახმეგ კუდავამ. ინიციატივას "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობაშიც მიესალმებიან, მაგრამ აცხადებენ, რომ სიახლის დანერგვა მათი ქონებრივი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. -"თავს ნებას მივცემ, რომ არამარტო ჩვენი, არამედ სახელმძღვანელოს გამომცემელთა და ავტორთა უმეტესობის სახელით გიპასუხოთ, რადგან ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია: ჩვენ მივესალმებით სამინისტროს ამ ინიციატივას. ევროპის ბევრ ქვეყანაში სკოლები უფასოდ ურიგებენ სახელმძღვანელოებს მოსწავლეებს, თუმცა სკოლები წიგნებს გამომცემლობებისგან იძენენ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხით. მივესალმებით, თუ მოსწავლეებს საქართველოშიც ექნებათ უფასო სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გამომცემლებისა და ავტორების საავტორო და ქონებრივი უფლებების დარღვევის ხარჯზე," _ აღნიშნა გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის" დირექტორმა თინა მამულაშვილმა "სპექტრისთვის" გადმოგზავნილ წერილში. მისივე განმარტებით, თუ გამომცემელთა უფლებები უგულებელვყოფილი იქნება, სერიოზული დარტყმა მიადგება საგამომცემლო საქმეს საქართველოში, რომელიც ყველაზე განვითარებულია რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზეა გასული. -"რამდენიმე გამომცემლობა გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. თუ ბიზნესი გაკოტრდა, ის ვერ დაასაქმებს ადამიანებს, ვერ გადარიცხავს თანხებს ბიუჯეტში, რაც თანდათანობით გამოიწვევს ქვეყნის გაღატაკებას." თინა მამულაშვილის თქმითვე, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არც ერთი გამომცემლობა არ უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. აღნიშნულ გამომცემლობაში განმარტავენ, რომ მზად არიან, სახელმწიფოს საკუთარი ხედვა შესთავაზონ სახელმძღვანელოების ფასისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. Chemonics International-ის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა პაპავამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი დამოკიდებულება თემასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩავთვალეთ, რომ ზოგიერთი მოსაზრება მკითხველისთვისაც საინტერესო იქნებოდა. პაატა პაპავა: ახალი წინადადება მარგველაშვილს. უამრავ ადამიანს საქართველოში არ აქვს პურის ფული. მოდით, უფასოდ დავურიგოთ პური. ოღონდ ფქვილი უნდა წავართვათ ხორბლის იმპორტიორებს, რომ შემოიტანენ დაფქვავენ და საკუთარ საცხობში გამოცხობას დააპირებენ მაშინ. ხორბლის იმპორტიორები არიან საზიზღარი კაპიტალისტები, ეგენი მშიერი ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. ეს ფქვილი უნდა მივცეთ მათ კონკურენტ საცხობებს და გადავუხადოთ გამოცხობის ფული. საცხობები უტენდეროდ უნდა შევარჩიოთ, რომ ატკატი მოიტანონ... ერთი პური სახელმწიფოს დაუჯდება 5 თეთრი 50-ის ნაცვლად. დაიზოგება ბიუჯეტის ფული. ხალხიც კმაყოფილი იქნება და ასე ტაშ-ფანდურით შევალთ კომუნიზმში... მაცაცაო ბურჭულაძე: იცით, რამდენი ბავშვი დადიოდა სკოლაში უწიგნოდ? Aან რის ფასად უჯდებოდათ მშობლებს წიგნების შეძენა? რამდენი აქსეროქსებდა, იმიტომ, რომ ვერ ყიდულობდა!!! "მეორადი" წიგნების ძებნაში დაღლილი მშობლები არ გეცოდებოდათ!!! ვეთანხმები ნიკას, ერთი წიგნი მინიმუმ ხუთ წელს მაინც უნდა იყოს ვარგისიანი... მაგრამ მაშინ გამომცემლების ბიზნესი ხომ ჩავარდება?! მაძღარ კაცს ყველა მაძღარი ჰგონიაო _ ბრძნული გამონათქვამია... თუკი სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოებით და თან ისე, გამომცემელიც არ დაზარალდეს, ვისა არ უნდა უნდოდეს ეს? Gგამომცემლების ინტერესები მესმის, მაგრამ ათასობით გამწარებული მშობლების და უსახელმძღვანელოდ დარჩენილი ბავშვების ინტერესებს რატომ არ იცავდნენ აქამდე ან ახლა? სოციალურად დაუცველის სტატუსს ვის როგორ ანიჭებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია... თინათინ მოხევიშვილი: თუ ამ პურს წლების (!) განმავლობაში "მოკვდავები" ვერ აცხობდნენ? ისევ უნდა გააგრძელონ და თან დაზარალებულები არიან? რამდენი სახელმძღვანელო ვერ უძლებს კრიტიკას? Mმოიწვიონ კომისიები შესაბამის დარგებში, არა ქართველები თორემ ყველა ინტერესთა კონფლიქტზე ალაპარაკდება და მოხდეს შეფასება რა "ნაგავი" შეჰქონდათ სკოლებში, უმეტეს შემთხვევაში. მეორე ეტაპზე გამოვიძიოთ როგორ მოიპოვეს უფლება "ავტორებმა" ამ ნაგვით ერეცხათ ბავშვების ტვინები და მესამე ეტაპზე დავსვათ კითხვა, იქეთ ავტორებს ხომ არ აქვთ პასუხი საგები? დღეს თბილისში ერთ მფლობელს შეიძლება ჰქონდეს 120 აფთიაქი და რეგულაციები რომ მივიღოთ და იძულებული გახდეს გაასხვისოს/დახუროს, ეს ბიზნესი დაზარალდება? რა თქმა უნდა! მაგრამ ამის გაკეთება გარდაუვალია თუ ჩვენ ევროინტეგრაციაზე გვაქვს პრეტენზია. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 5 °C
img
დ.წყარო 3 / 7 °C
img
სიღნაღი 6 / 8 °C
img
ლაგოდეხი 5 / 9 °C
img
ყვარელი 6 / 9 °C
img
თელავი 4 / 7 °C
img
ახმეტა 3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.