განათლება
უგულოდ გასწორებული თუ ობიექტურად შეფასებული სასერტიფიკაციო გამოცდები
[caption id="attachment_509" align="alignleft" width="300" caption=" პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები სააპელაციო წესით კახეთის რეგიონში 123-მა პედაგოგმა გაასაჩივრა"][/caption] ინგა ბიტარაშვილი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პედაგოგების სერტიფიცირება დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ნებაყოფლობითი იყო, მომავალი წლიდან კი სავარაუდოდ სავალდებულო გახდება. გამოცდები, რომელიც 13-დან 23 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, საქართველოში სულ 10 ათასზე მეტმა პედაგოგმა ჩააბარა, თუმცა სერტიფიკატი მხოლოდ 1147-ს მიენიჭა.
სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია, თუმცა გურჯაანში არსებული მდგომარეობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჯერჯერობით არ გააჩნია. "მასწავლებელთა სერტიფიკაციის ზუსტი შედეგები არ გვაქვს, თუმცა ვიცი, რომ გურჯაანში 159-დან დაახლოებით 10-მდე პედაგოგი აიღებს სერტიფიკატს, რადგან ბარიერი ორივე საგანში (პროფესიული უნარები და საგნობრივი) გადალახეს. არიან პედაგოგები, რომლებსაც 1-ან 2 ქულა დააკლდათ, მათ აქვთ აპელაციაზე შეტანილი საბუთები და, შესაძლოა, ქულები მოუმატონ," _ გვითხრა რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.
სასერტიფიკაციო გამოცდებმა პედაგოგთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გურჯაანის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კალაძე "სპექტრთან" საუბარში განმარტავს, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო და სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვდა. "ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. ძალიან დამეხმარა ტრენინგები, რომელიც წინასაგამოცდოდ ჩაგვიტარდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველას, ვინც დამეხმარა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ტრენინგების გარდა სახლში ჩემს თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი და შედეგით კმაყოფილი ვარ. ამის შემდეგ გაკვეთილის ჩასატარებლად უფრო თავდაჯერებული შევალ. ჩემი აზრით, გამოცდების ჩატარება სამინისტროს მხრიდან არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან პედაგოგი მუდმივად უნდა განიცდიდეს წინსვლას. გული იმაზე მწყდება, რომ მასწავლებელთა მხოლოდ 11%-მა მოახერხა ბარიერის გადალახვა, მინდა ყველა მასწავლებელს წინსვლა და წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება შეფასებას, ამ საკითხთან მიმართებაში მინდა ობიექტური ვიყო. ვთვლი, რომ ნაწერი ადეკვატურად შემიფასეს," _ აღნიშნავს თამარ კალაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება აქვს ქ. გურჯაანის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგს ნინო კორკოტაშვილს, რომელმაც ჯერ მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდებში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, გამსწორებლებმა 2 ქულა დააკლეს, რის გამოც საჩივარი უკვე შეტანილი აქვს. ამბობს, რომ თუ ქულას არ მოუმატებენ, სასამართლოშიც იჩივლებს. "ნაწერი ზერელედ, უგულოდ არის გასწორებული. დავალებები ძალიან რთული იყო, გარდა ამისა, გამოცდების ჩაბარება საშინელ სიცხეში მოგვიხდა (გამოცდები სიღნაღში ჩატარდა). მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში გადამზადებისთვის წიგნების მხოლოდ თითო ეგზემპლარი მოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისი იყო, ამიტომ თვითონ მომიწია რამდენიმე სახელმძღვანელოს ყიდვა. ტრენინგებზე ძირითადად ფსიქოლოგების ბიოგრაფიებს და მათ მოსაზრებებს განვიხილავდით. ტესტები კი წიგნებში იყო გაბნეული. თავად სინდიკატის ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე ვთქვათ გონება გაგვიხსნა," _ ამბობს ნინო კორკოტაშვილი.
მისივე განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მის გარდა მუსიკის სხვა პედაგოგი გამოცდებზე არ გასულა. ეს სოფელ კარდენახის სკოლას უნდა გაეთვალისიწინებინა და საათების განაწილების პროცედურაზე გავლენა მოეხდინა. "ორი დიპლომი და ორმაგი კვალიფიკაცია მაქვს, ამის მიუხედევად საჯარო სკოლაში მხოლოდ 5 საათი მომცეს. მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლებში უმაღლესდამთავრებული მუსიკის სპეციალისტი საერთოდ არ ჰყავთ. გამოცდებზე იმიტომ გავედი, რომ ჩემს კვალიფიკაციისთვის კიდევ ერთი საფეხური მიმემატებინა, თუმცა ამის საჭიროება არ მქონდა. მეგონა ჩემთვის კარი გაიღებოდა და მეტყოდნენ ჯერ შენ დაკმაყოფილდი საათებით და მერე სხვა, მაგრამ პირიქით მოხდა" _ აღნიშნავს `სპექტრთან~ საუბარში ნინო კორკოტაშვილი და აქვე დასძენს, რომ საათების განაწილების პრობლემა უკვე წლებია გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმციო ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები სააპელაციო წესით კახეთის რეგიონში 123-მა პედაგოგმა გაასაჩივრა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 8 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 8 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.