ინგა ბიტარაშვილი
უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში განათლების რეფორმები მიმდინარეობს. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებს სახელმწიფო ნაწილობრივ, ან სრულად აფინანსებს, იმ აბიტურიენტებს ვინც გრანტს ვერ მოიპოვებს, ბანკი სტუდენტურ სესხს სთავაზობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ბანკებს შორის სტუდენტურ სესხს მხოლოდ ,,საქართველოს ბანკი" გასცემს.
"სტუდენტური სესხის აღება შეუძლია ყველა სტუდენტს, ვისაც ამის სურვილი აქვს. სესხი არა სტუდენტმა, არამედ მსესხებელმა უნდა აიღოს, რომელსაც მინიმუმ 150 ლარიანი ხელფასი აქვს. რაც ყველაზე მთავარია, მსესხებელი აუცილებლად რაღაც კავშირში უნდა იყოს `საქართველოს ბანკთან.~ მაგალითად, ჩვენს ბანკში ერიცხებოდეს ხელფასი ან სხვა. სესხის ხანგრძლივობის ვადა 12 თვით განისაზღვრება. თანხის დაფარვის შემდეგ, მსესხებელს შეუძლია ხელმეორედ აიღოს სტუდენტური სესხი," _ აღნიშნავს `სპექტრთან~ საუბარში ,,საქართველო ბანკის~ გურჯაანის ფილიალის საკრედიტო ექსპერტი დავით ლომიძე.
მისივე განცხადებით, მსესეხებელს იმ რაოდენობის თანხის გატანა შეუძლია, რასაც მისი ხელფასი გასწვდება. ე.ი. საკუთარი შემოსავლით ყოველი თვე უნდა შეეძლოს გამოტანილი თანხის 35%-ის გადახდა.
როგორც საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, `საქართველოს ბანკის~ გარდა, სტუდენტურ სესხს ბანკი "რესპუბლიკაც" გასცემს, მაგრამ მხოლოდ `კავკასიის უნივერსიტეტის~ სტუდენტებზე. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. საბაკალავრო პროგრამისთვის სესხის აღება შეუძლია სტუდენტის ოჯახის წევრს ან სხვა პირს, ვინც დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. მეოთხე კურსის სტუდენტს, თუ ის მუშაობს, თავად შეუძლია სესხის აღება.
სამაგისტრო პროგრამისთვის ბანკ `რესპუბლიკაში~ სესხის აღება მშობლისა და სხვა პირის გარდა მაგისტრანტსაც შეუძლია. სესხი გაიცემა ხელფასის, დივიდენდის, იჯარის, ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც ამ ბანკში სტუდენტურ სესხს აიღებს, საჩუქრად დამატებითი სარგებლობის სახით, სიცოცხლის დაზღვევას მიიღებს.
სტუდენტებს სესხს `თიბისი~ ბანკიც სთავაზობს. თანხის რაოდენობა მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 3 ათასი ლარია, ხანგრძლივობის ვადა სამიდან 12 თვემდე განისაზღვრება. მსესხებელის (მშობელი ან სხვა პირი) ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარს უნდა შეადგენდეს. სესხის გაცემის საკომისიო კი 2%-ია (მინ 10 ლარი).
`თიბისი~ ბანკი, სამაგისტრო პროგრამაზე, სესხს სპეციალურად ,,საქართველოს საზოდადოებრი საქმეთა ინსტიტუტი~ სტუდენტებისთვის გასცემს. მათ შეუძლიათ მაქსიმალური თანხა, 2500 დოლარი გაიტანონ, ხანგრძლივობის ვადა კი განისაზღვრება არაუმეტეს 24 თვისა. თანხის ასაღებლად მსესხებელს უნდა ჰქონდეს ხელფასი მინიმუმ 200 ლარი, `თიბისი~ ბანკის სახელფასო პროექტის კლიენტებისთვის კი ეს თანხა 100 ლარით განისაზღვრება.
სტუდენტურ სესხს არ გასცემენ `ტაოპრივატბანკი~ და `ლიბერთი~ ბანკი.
მასალის გამოყენების პირობები