საჩუქარი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან
2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერია საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან
მოსწავლეებს - 400 ლარს გადასცემს.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის
მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ
შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოდან;
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის
ასლი;
განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული
შესაბამისი ბანკის მიერ;
ცნობისთვის, 2022-2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ
86 მედალოსანია. მათგან - 69 ოქროსი და 17 - ვერცხლის.
მარიის ინფორმაციით, მათი ფულადი ჯილდოთი წახალისების მიზნით,
ადგილობრივ ბიუჯეტში 41 300 ლარია განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები