მსურველთა რეგისტრაცია ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პროექტში
„მომავლის პროფესიები“უკვე დაიწყო.
გურჯაანელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ გაიარონ
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ტრენინგები შემდეგი
მიმართულებით:
• ნარატივ დიზაინი - ჩეტბოტების დეველოპმენტი
• FrontEnd დეველოპმენტი (HTML, CSS)
• WordPress დეველოპმენტი
• Python დეველოპმენტი
როგორც გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ახალგაზრდულ
საქმეთა კურატორი პაატა ჩახვაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს,
ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ აქვთ.
“ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, რა
სპეციალობებიც ამ პროექტის ფარგლებში ისწავლება, დაბალი კლასის
მოსწავლეებისთვის შესაძლოა რთული იყოს, ამიტომ ჩვენ დავიჭირეთ შუალედი
და მე-8 კლასის ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია რეგისტრაცია. რაც
შეეხება ზედა ზღვარს, შეუზღუდავია. ტრენინგებს ჩაატარებს მოწვეული
ლექტორი ავთო ფანგანი. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება,“- გვეუბნება
პაატა ჩახვაშვილი.
ანალოგიური პროექტი გურჯაანში გასულ წელსაც განხორციელდა, თუმცა,
როგორც პაატა ჩახვაშვილი ამბობს, წლევანდელი ტრენინგები უფრო
გაუმჯობესებული იქნება, რადგან გასული წლის გამოცდილებით, გარკვეული
ცვლილებები შეიტანეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის განაცხადი 50-მდე აპლიკანტმა შეავსო.
რეგისტრაცია დაახლოებით ერთი კვირა კიდევ გაგრძელდება. პროექტში
ჩაერთვება დაახლოებით 100 მონაწილე. მსურველებმა მონაცემები უნდა
შეავსონ მითითებულ
ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომრებზე:
598552002, 592340310
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გურჯაანის საბიბლიოთეკო და
სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიის მხარდაჭერით. პროექტს, ახორციელებს შპს სასწავლო
საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნა“. ბიუჯეტი შეადგენს 44 777 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები