გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ,
37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღს ავეჯი შეუძინა, რომელიც სააღმზრდელო
დაწესებულებებს ეტაპობრივად გადაეცემათ. გაერთიანების ხელმძღვანელის,
ნატა რუაძის თქმით, 174 115 ლარი, რომელიც ინვენტარის შესაძენად
დაიხარჯა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო.
„ამ წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო ავეჯის შეძენა, მაგრამ
საჭიროებები დგას და მერიამ თანხა დამატებით გამოგვიყო. ბევრი
სხვადასხვა სახის ავეჯი შევიძნეთ. მაგალითად, ყველა ჯგუფისთვის
გათვალისწინებულია მაგიდა და სკამები, ასევე ყველა ბაღისთვის არის
საწოლი და მატრასი ბაგაზე გათვლილი. ყველა ჯგუფისთვის არის თაროები.
აღსაზრდელებს ხომ აქვთ თავიანთი კუთხეები: ინფორმაციული კუთხეები,
წიგნის კუთხე, ბუნებასთან დაკავშირებული კუთხეები, რასაც მოითხოვს,
კურიკულუმი. ეს თაროები, რასაც ჰქვია ჯგუფის ცენტრის კარადა, სწორედ
ამისთვისაა. ორ-ორი გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა ფორმის. ეს არ
არის საკმარისი, მაგრამ მომავალში კიდევ შევიძენთ,“ - ამბობს
speqtri.ge-სთან ნატა რუაძე.
საბავშვო ბაღებისთვის ავეჯი შეიძინა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
შპს ოქრონიში.
შეძენილი ინვენტარის ჩამონათვალი და რაოდენობა:
- სამზარეულოს კარადა - 16 ცალი
- სამზარეულოს მაგიდა(დიდი)
- სამზარეულოს მაგიდა(პატარა) - 17 ცალი
- საბავშვო მაგიდა (სიმაღლე 46 სმ.)- 100 ცალი
- საბავშვო მაგიდა (სიმაღლე 52 სმ.)- 220 ცალი
- საბავშვო სკამი (სიმაღლე იატაკიდან დასაჯდომამდე 24-26 სმ) - 500
ცალი
- საბავშვო სკამი (სიმაღლე იატაკიდან დასაჯდომამდე 30-32 სმ) - 860
ცალი
- საოფისე სკამი - 5 ცალი
- გარდერობი საბავშვო - 22 ცალი
- ჯგუფის ცენტრის კარადა (110x35x110 სმ) - 178 ცალი
- ჯგუფის ცენტრის კარადა (110x35x120 სმ) - 89 ცალი
- საბავშვო საწოლი - 359 ცალი
- საოფისე მაგიდა - 3 ცალი
- ნიჟარის კარადა - 9 ცალი
- სტელაჟი - 18 ცალი
- გრძელი სკამი - 37 ცალი
- საკიდი (100X20) - 84 ცალი
- საკიდი (75X20) - 1 ცალი
- კარადა ღია თაროებით - 56 ცალი
- საოფისე ტუმბო - 4 ცალი
- კარადა (180X100X80) - 1 ცალი
- კედლის თარო (250X250X50) - 1 ცალი
- კედლის თარო (200X100X40) - 3 ცალი
მასალის გამოყენების პირობები