საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ
ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში
საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს
სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება.
უწყების განმარტებით, ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს
ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით
მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ
ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის
მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს.
პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება,
სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ
მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები