რა სიახლეები ელით ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო
წელთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. სამინისტროში აცხადებენ,
რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს 41 არაქართულენოვანი
სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური
მიდგომით განხორციელდება.
სამინისტროს განმარტებით, ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის
სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად
სწავლებას გულისხმობს, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას
შეუწყობს ხელს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი
სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ
პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.
მასალის გამოყენების პირობები